მამა გიორგი მამალაძე ჩანაწერებში "ჩვენობით" საუბრობს - დეკანოზი სხვასთან ერთად მოქმედებდა?

მამა გიორგი მამალაძე ჩანაწერებში "ჩვენობით" საუბრობს - დეკანოზი სხვასთან ერთად მოქმედებდა?

მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სხვადასხვა საკითხზე მრავლობით რიცხვში საუბრობს და ხშირად იყენებს სიტყვებს "ჩვენ" და ესენი".

უფრო კონკრეტულად, ჩანაწერის მიხედვით, დეკანოზი აცხადებს, რომ საპატრიარქოში მის მოსახვედრად "ესენი იბრძვიან" და მხოლოდ ქონების მართვის დეპარტამენტში მისი ყოფნა "არ აწყობთ".

"ახლა გეტყვი პირდაპირ: ესენი იბრძვიან რომ მე მოვხვდე იქ, შიგნით (საპატრიარქოში), რაღაც თანამდებობაზე. ქონებაში ხომ ვარ? - ჩვენ ქონება არ გვაწყობს. ქონება ისეთი თემა არაა. ეს იყო იმისთვის, რომ იქ შევსულიყავით", - ეუბნება მამა გიორგი მამალაძე საუბრისას ჟურნალისტ გიორგი მამალაძეს.

გარდა ამისა, დაკავებული დეკანოზი მრავლობით რიცხვში საუბრობს ციანიდის ყიდვასთან დაკავშირებულ საკითხზეც. კერძოდ, ირაკლი მამალაძისგან ინტერესდება, რამდენად შესაძლებელია, ნივთიერება "აიღონ" და "ერთ თვეში მისცენ ფული".

"რა კითხე იცი? რამდენად შესაძლებელია ეხლა რომ ავიღოთ და ერთ თვეში რომ მივცეთ (ფული)?!... თუ არის შესაძლებელი, სასწრაფოდ გვჭირდება რა ეგ.... პროსტა მე ახლა იმაში მივდივარ, რა ქვია... უნდა წავიდე, მაგრამ მანამდე მჭირდება რა... უწმინდესი ხო ჩაიყვანეს და ჩავიდე უნდა რა..." - ესაუბრება ჩანაწერის მიხედვით დეკანოზი გიორგი მამალაძე ირაკლი მამალაძეს.

გარდა ამისა, ჩანაწერში საუბარია ფულზეც, რომელიც ირაკლი მამალაძეს ციანიდის მოძიების სანაცვლოდ უნდა მიეღო. ამ კონტექსტში მამა გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ დარეკავს და "ფულს გამოაგზავნინებს".

"დავურეკავ და ვეტყვი გამომიგზავნეთმეთქი. ახლა რა ვქნა? შენს ძმობას ვფიცავარ, დღეს ერთმა გადამაგდო რა, მე მივფრინავდი დღეს, მითხრეს მოგცემთო ფულს და ფული არაა, ვერ მივდივარ, არადა გერმანიაში მელოდებიან.... ჩემი ხელი სჭირდებათ მაგათ იქა. დედა უნდა ვუტირო! პროსტა, ასაკი არ მიწყობს ხელს თორემ..." - ამბობს დეკანოზი და ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის რეპლიკაზე "მთლად პატრიარქობაზე ექნებოდა პრეტენზია?" დაკავებული დეკანოზი პასუხობს: "მე ბევრ რამეზე მაქვს პრეტენზია, ჯერ თავს ვიკავებ".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ