ბათუმის მოვლენების რა დეტალებზე ისაუბრა დაკითხვის დროს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა

ბათუმის მოვლენების რა დეტალებზე ისაუბრა დაკითხვის დროს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა

11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძე დაიკითხა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატმა ზაზა პაპიძემ განუცხადა, კახა ბუხრაძემ ჩვენება 16 მარტს მისცა, ადვოკატებს კი საქმის მასალები 26 მარტს გადაეცათ. მისივე თქმით, საქმის მასალების თანახმად, აჭარის პოლიცის უფროსი დაკითხვისას არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელ მერაბ ღოღობერიძეზე საუბრობს.

ადვოკატის თქმით, ჩვენებაში ბუხრაძე ამბობს, რომ როდესაც იგი საპატრულო პოლიცის უფროსად დაინიშნა, მას ღოღობერძე შეხვდა და სთხოვა, რომ მისთვის პატრულს პრობლემები არ შეექმნა, რადგან არ აქვს მართვის მოწმობა. ასევე, მერაბ ღოღობერიძე სარფის საბაჟოზე ტრაილერების ურიგოდ გატარებას ითხოვდა. "კახა ბუხრაძე ჩვენებაში აცხადებს, რომ 11-12 მარტის მოვლენების განვითარება დაიწყო იმიტომ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი მერაბ ღოღოებრიძე ბუხრაძესთან ორი პირადი თხოვნით მივიდა. ერთი ის, რომ მას მართვის მოწმობა არ გააჩნდა და ეს პოლიციის თანამშრომლებს უნდა გაეთვალისწინებინათ. ასევე, სარფის საბაჟოს გამშვებ პუნქტზე ტრაილერის ურიგოდ გატარებას ითხოვდა. როგორც კახა ბუხრაძემ თქვა, ის ღოღობერიძის უკანონო მოთხოვნას ვერ გაითვალისწინებდა, ამიტომ მერაბ ღორობერიძე პოლიციის თანამშრომლებს კორუფციულ ქმედებებში მხილებით დაემუქრა. ჩემი ინფორმაციით, კახა ბუხრაძემ თქვა, რომ ის არის პროვოკატორი, რომელმაც გაუვრცელა ჭორი, თითქოს აჭარლებს "თათრებს" ეძახდა", - განაცხადა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.

ბათუმის მოვლენების განვითარებამდე, არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის" საინფორმაციო ცენტრის ხელმღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქცია გამართა. იგი საამმართველოს უფროსის, კახა ბუხრაძის გადაგომას ითხოვდა. 11-12 მარტს "პლაზას" მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა, სადაც რამდენიმე პირი დააკავეს. პროტესტის ნიშნად, აქციის მონაწილეებმა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს. აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეკრებილები კახა ბუხრაძის გადადგომას და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, 80-მდე მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდარვევის ბრალდებით დააკავეს და ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 18 პირს კი, აღკვეთის ღონისძიების სახით, სისხლის სამართლის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

იხილეთ ვიდეო: რა ჩვენება მისცა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა ბათუმის მოვლენებზე? - დაკითხვის დეტალებს დაკავებულის ადვოკატი ასაჯაროებ

შსს-ს პასუხი ბათუმის აქციის მონაწილეებს - "ვასაჯაროებთ ვიდეოკადრებს, სადაც დაკავებულების ხულიგნობის ფაქტია ასახული"

"თუ ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალეულობა დამტკიცდება, ღირსეულად მოიხდის სასჯელს და არ გაექცევა" - ადვოკატი

"100 000 დოლარი საჩუქარი არაა" - რას ამბობს დოროყაშვილს ადვოკატი ბასილაშვილის მიერ ყოფილი მეუღლისთვის თანხის გადახდაზე