"იმისთვის, რომ 29 ათასი დოლარი მეშოვა და ამათთვის შემეწირა, 6 წელი გადასახლებაში ვიცხოვრე" - "ცენტრ-პოინტის" დაზარალებულებს განაჩენი არ აკმაყოფილებთ

"იმისთვის, რომ 29 ათასი დოლარი მეშოვა და ამათთვის შემეწირა, 6 წელი გადასახლებაში ვიცხოვრე" - "ცენტრ-პოინტის" დაზარალებულებს განაჩენი არ აკმაყოფილებთ

ცენტრ-პოინტის დაზარალებულები მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისათვის მისჯილ 4-4 წლიან პატიმრობას არაადეკვატურად მიიჩნევენ. დაზარალებულები აპროტესტებენ გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება არ დაუმტკიცდათ. აღნიშნული მუხლი 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაზარალებულები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ. ამის შესახებ მათ PALITRANEWS-თან ისაუბრეს.

იხილეთ ვიდეო

"როგორ შეიძლება ამ უსამართლო გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვიყოთ? 15 წელი ჩვენ გვაწამეს, მაგათ 4 წელი ამნისტია შეეხებათ და სახლში წავლენ. რატომ მოუხსნეს თაღლითობის მუხლი? მე ვარ თაღლითი ფული რომ მივეცი და ეგენი არ არიან, რომ წამართვეს? უნდა გავასაჩივროთ, ძალიან მცირე სასჯელი მისცეს. მინიმუმ 15 წელი უნდა მიეცათ," - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული ქალი.

"სასამართლოს გადაწყვეტილება არცერთი დაზარალებულისთვის არ არის მისაღები. რჩეულიშვილები 4 წელზე ტირიან და იმას არ ფიქრობენ, რომ ხალხს 4-ჯერ 4 წელი გვაქვს გატარებული უცხოეთში, რომ ეს ობიექტები დამთავრებულიყო. მე ვერ მოვისმინე, რომ ჩვენი ნაწვალები ამდენი თანხის ჩაყრაზე ვინმეს რამე ეთქვა, რა ბედი ეწევა ამას?!" - ამბობს დაზარალებული.

"ათეულ მილიონს რომ მოიპარავენ თაღლითობის გზით და 4 წელს მიუსჯიან, ეს არ აღმოფხვრის თაღლითობას ქვეყანაში. პირიქით, მომრავლდებიან თაღლითები, რადგან მათ დაუსჯელობის სინდრომი გადაედებათ რჩეულიშვილებისგან. მე რომ ვიყო თაღლითური ბუნების, მეც მოვიპარავდი მილიონს და ჩავჯდებოდი რამდენიმე წლით, სამაგიეროდ ოჯახი უზრუნველყოფილი მეყოლებოდა. იმისთვის, რომ მე ის ჩემი 29 ათასი დოლარი მეშოვა და ამათთვის შემეწირა, 6 წელი გადასახლებაში ვიცხოვრე," - ამბობს კიდევ ერთი დაზარალებული PALITRANEWS-თან საუბარში.

იხილეთ ვიდეო: "იმისთვის, რომ 29 ათასი მეშოვა და ამათთვის შემეწირა, 6 წელი გადასახლებაში ვიცხოვრე" - რას აპირებენ რჩეულიშვილი-კერვალიშვილის განაჩენით უკმაყოფილო დაზარალებულები

თბილისის საქალაქო სასამართლომ, "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი, თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ სცნო და 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანზე, კრწანისში და წყნეთის ობიექტებს ეხება.

წაიკითხეთ: რუსუდან კერვალიშვილის რეაქცია განაჩენზე და ნინო დარასელის ემოციური დამშვიდობება - კადრები სასამართლოდან

რუსუდან კერვალიშვილი ციხეს დღეს დატოვებს

საგარეჯოში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

"ვინმე ბესიკ ბოგველმა გამოთქვა მზადყოფნა ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 000 ლარი გადაიხადოს" - ადვოკატი ფაქტს ხელისუფლების დადგმულ სპექტაკლს უწოდებს