კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:46 / 31-03-2017
რუსუდან კერვალიშვილის რეაქცია განაჩენზე და ნინო დარასელის ემოციური დამშვიდობება - კადრები სასამართლოდან
"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. კერვალიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 4 წლით პატიმრობა შეუფარდა. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი "ცენტრ პოინტის" კიდევ ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი, რომელსაც ასევე თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიესაჯა.
ახალი| მოკლედ და გასაგებად: ყველაზე მნიშვნელოვანი დაკავებული ბიზნესმენი დების შესახებ



იხილეთ ვიდეო: რუსუდან კერვალიშვილის რეაქცია განაჩენზე

საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე, ცენტრ პოინტის"
დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა" თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ემოციები მოჰყვა. გულშემატკივრების ნაწილი ცრემლით, ნაწილი კი რუსუდან კერვალიშვილის გამამხნევებელი შეძახილებით შეხვდა მოსამართლის გადაწყვეტილებას. "რუსიკო, შენთან ვართ, აბა შენ იცი!" - ისმოდა შეძახილები დარბაზში და სასამართლოს ფოიეში. ჟურნალისტი ნინო დარასელი კოცნით დაემშვიდობა დედას იქამდე, სანამ პატიმრობა მისჯილს ბადრაგი დარბაზიდან გაიყვანდა.

წაიკითხეთ: ნინო დარასელის პირველი კომენტარი დედის დაკავების შემდეგ



კერვალიშვილის დაკავებას ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე. როგორც ის წერს, მასა და კერვალიშვილს შორის, სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე მიმოწერა შედგა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რუსუდან კერვალიშვილი სასამართლოს ამგვარ გადაწყვეტილებას ელოდა და დაპატიმრებისთვის მზად იყო:

"ზუსტად იცოდა, რომ დღეს დააპატიმრებდნენ. ბარგით მივიდა სასამართლოზე. სიტყვები არ მყოფნიდა, მისი ხმის გაგონებაზე თავს ვერ ვიკავებ და მეტირება. ესეც ჩემი და რუსოს დღევანდელი მიმოწერა" - წერს ეკა ხერხეულიძე ფეისბუქზე.

წაიკითხეთ:

ხმაური სასამართლოში და ატირებული ლელა კილაძე - რა ხდებოდა რჩეულიშვილი-კერვალიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ

"იმისთვის, რომ 29 ათასი დოლარი მეშოვა და ამათთვის შემეწირა, 6 წელი გადასახლებაში ვიცხოვრე" - "ცენტრ-პოინტის" დაზარალებულებს განაჩენი არ აკმაყოფილებთ

Georgian businesswomen sisters sentenced to 4 years in prison
17:21 / 10-04-2017
zuraa aeeee
0
მარგველა ფულებს არ იგებს ანუ ქრთამს და ამიტომაა რომ დაეჯახნენ პრეზიდენტს,რომ ვერ გასვარეს ბინზურ საქმეებში.
17:11 / 10-04-2017
halagaji
0
da saertod dges biznesi kvia imas rac kveyanashi xdeebaa??amas kvia yahagoba,zarcva mheneblobidan tu bankebidan,sursatidan tu tambakodan,sasmelebidan tu sacvavidan saidan davicyoott!!
მსგავსი სიახლეები
"რომ ვეკითხები, როგორ საჭმელს გაჭმევენ-მეთქი, ისე მპასუხობს, ციხეში მოგინდება ყოფნა"
"მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით ჯერჯერობით არ მიმართავენ"
ნინო დარასელი ბიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გვესაუბრა
+VIDEO| "ხან არის გონზე ხან არა, მისი საყვარელი ადამიანები კი მის გვერდით არ არიან"
+VIDEO დაზარალებულების მიმართ ბოდიშის მეტი არაფერი მეთქმის, მათი დამოკიდებულების მიუხედავად ჩემი ოჯახისადმი
+VIDEO "მიმაჩნია, რომ ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია, რომელიც დიდი ხნის წინ შეიძლებოდა დამდგარიყო"
+VIDEO "დღეს მივაღწიეთ განადგურებულ ოჯახს და კიდევ უფრო მეტად დაზარალებულ დაზარალებულებს"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:08 / 11-12-2017  Image "ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში რთული პერიოდია და ვერ წარმომედგინა თუ რამე ასე გამიხარდებოდა" - გიული ალასანია შვილის გათავისუფლებაზე
+VIDEO "მთელი საღამო მირეკავდნენ და მილოცავდნენ შინაპატიმრობას. კატეგორიულად არ ვიღებდი ამ მოლოცვას"
22:29 / 11-12-2017  Image მიხეილ სააკაშვილი - მოსამართლემ, მიუხედავად პირადად პრეზიდენტის ზეწოლისა, სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო
"ერღვევათ სისტემა. ამათთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სახლში ჩავეკეტე და გარეთ არ გამოვეშვი"
10:13 / 12-12-2017  Image ყველაზე შთამბეჭდავი ელექტრომობილი - Tesla Model S
საკმარისია, ელექტრომობილი ახსენო, რომ დიდს თუ პატარას მაშინვე Tesla ახსენდება.
10:24 / 11-12-2017  Image რა იწვევს ფსორიაზს და როგორ მკურნალობენ მას - "ეს დაავადება ადამიანს შეიძლება ნებისმიერ დროს გაუჩნდეს"
"ფსორიაზი ამოუცნობი გენეზის დაავადებაა, მაგრამ ის განაჩენი არ არის!"
17:02 / 11-12-2017  Image "არ ვარ ისეთი, ზედმეტად რომ გადაყვებიან შვილებს და აბოდებთ..." - როგორი მამაა მიხეილ ცაგარელი და რა ელით მშობლებს ძაღლის წელში
როგორ მოახერხა,  ცნობილმა ასტროლოგმა რომ შვილებთან კონფლიქტი არასოდეს ჰქონოდა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49