ლაშა თორდიას პირველი კომენტარი გავრცელებულ კადრებზე: "ვიდეო ირაკლი შოთაძის მობილურ ტელეფონში ინახებოდა"

ლაშა თორდიას პირველი კომენტარი გავრცელებულ კადრებზე: "ვიდეო ირაკლი შოთაძის მობილურ ტელეფონში ინახებოდა"

ლაშა თორდია ადასტურებს, რომ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ნამდვილად თავად არის და 2016 წელს გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

თორდიას განცხადებით, აღნიშნული ვიდეოს ახლა გავრცელება ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან მისი დაპირისპირების საქმეს უკავშირდება. მისივე თქმით, აღნიშნული ვიდეო უშუალოდ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მობილურ ტელეფონში ინახებოდა და მისი მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად ერთ-ერთ მოქალაქეს გაავრცელებინეს.

თორდიას განცხადებით, ერთი წლის მომხდარი ინციდენტის დეტალებზე საუბარს ამ ეტაპზე არ აპირებს, თუმცა აცხადებს, რომ მაშინ არავინ დაშავებულა და კაფე-ბარში, სადაც ინციდენტი მოხდა, არავითარი ინვენტარი არ დაზიანებულა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ ინციდენტზე იმ პერიოდში გამოძიება არ დაწყებულა.

წაიკითხეთ ასევე:

ლაშა თორდია - პირდაპირ ვეუბნები ირაკლი შოთაძეს - მას ეს დანაშაული, არ შერჩება

"არანაირი სროლა და მსგავსი რამ არ ყოფილა. თმის ერთი ღერიც არ ჩამოვარდნია არც ერთ ადამიანს"

პროკურატურა განმარტავს, როდის მიმართავს სასამართლოს ნიკა მელიას გათავისუფლების შუამდგომლობით

როდის შეძლებს ნიკა მელია საპატიმროს დატოვებას - ადვოკატის განმარტება

"დატოვა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის მუქარა მამაკაცის მხრიდან" - ახალი დეტალები 26 წლის გოგონას გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე