სპეცოპერაცია თბილისში: საბურთალოს ბაზართან სავარაუდოდ ორი პირი დააკავეს

სპეცოპერაცია თბილისში: საბურთალოს ბაზართან სავარაუდოდ ორი პირი დააკავეს

საბურთალოზე ცოტა ხნის წინ სპეცოპერაცია ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, საბურთალოს ბაზართან სავარაუდოდ, ორი პირი აიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სავარაუდოდ, "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ისინი გააჩერეს. სპეცოპერაციაში 10-მდე სპეცრაზმელი მონაწილეობდა.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მანქანიდან გადმოყვანისას დაკავებულებს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. "ერთი ადამიანი დავინახე რომ დააკავეს, ასე 60 წლამდე. მეორე დაკავებული არ იყო, ისე იდგა მანქანასთან" - ამბობს მამაკაცი, რომელიც სპეცოპერაციას შეესწრო.

VIDEO: რა ხდება ამ წუთებში საბურთალოს ბაზართან, სადაც რანდენიმე წუთის წინ სპეცოპერაციის შედეგად, 2 მამაკაცი დააკავეს

ასევე წაიკითხეთ: სპეცოპერაციის დეტალები და კადრები - დაკავებულია ორი პირი, რომლებიც ბიზნესმენს 200 000 დოლარს სძალავდნენ

(კადრები "ტვ პირველის" ლაივ-ვიდეოდან)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ