სპეცოპერაციის დეტალები და კადრები: დაკავებულია ორი პირი, რომლებიც ბიზნესმენს 200 000 დოლარს სძალავდნენ

სპეცოპერაციის დეტალები და კადრები: დაკავებულია ორი პირი, რომლებიც ბიზნესმენს 200 000 დოლარს სძალავდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო საბურთალოს ბაზართან ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. დაკავებულია 2 პირი გამოძალვის ბრალდებით.

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული რ.ჟ. და 1983 წელს დაბადებული ბ.ჯ. თბილისში, შარტავას ქუჩაზე დააკავეს.

იხილეთ დაკავების კადრები

გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ჟ. და ბ.ჯ. ერთ-ერთ ბიზნესმენს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 200 000 აშშ დოლარს სძალავდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მანამდე დააკავეს, ვიდრე ბიზნესმენი მათ მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 18

1-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით).

იხილეთ ვიდეო: რას ამბობენ თვითმხილველები საბურთალოს ბაზართან ჩატარებულ სპეცოპერაციაზე და რა კავშირი აქვს კანონიერ ქურდ ბრეგვაძეს მომხდართან?

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ