ავთანდილ ხურციძის პირველი კომენტარი: "მოხდა სერიოზული გაუგებრობა..."

 ავთანდილ ხურციძის პირველი კომენტარი: "მოხდა სერიოზული გაუგებრობა..."

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე "ფეისბუქის" გვერდზე განცხადებას ავრცელებს. როგორც ხურციძე აღნიშნავს, ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა დიდი გაუგებრობა. ხურციძე იმედოვნებს, რომ უახლოეს საათებში ყველაფერი გაირკვევა.

"მეგობრებო, როგორც იცით, გუშინ გავემგზავრე ამერიკაში, რათა დამეწყო მომზადება 8 ივლისის ბრძოლისთვის. ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა. იმედი მაქვს, უახლოეს საათებში ყველაფერი გაირკვევა და ისევ მომეცემა საშუალება, გავნაგრძო მომზადება სანდერსთან ბრძოლისათვის. მადლობა, რომ ყოველ წამს ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას", - წერს ხურციძე პირად გვერდზე.

წაიკითხეთ: "რად უნდოდა "ბანდიტობა"? მსოფლიო ჩემპიონია, ფულიც აქვს..." - ავთანდილ ხურციძის მეგობარი სპორტსმენის შესახებ

შეგახსენებთ, ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ქართველების სია ასე გამოიყურება: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.

წაიკითხეთ: რა დაწერა ავთანდილ ხურციძემ "ფეისბუქზე" საქართველოდან აშშ-ში გამგზავრებამდე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ