რა ახალ დეტალებზე საუბრობს თბილისიდან დაკარგულ და ბათუმში ნაპოვნ ტყუპებზე უფროსი ძმა

რა ახალ დეტალებზე საუბრობს თბილისიდან დაკარგულ და ბათუმში ნაპოვნ ტყუპებზე უფროსი ძმა

14 წლის ტყუპი ძმები, რომლებიც თბილისიდან დაიკარგნენ და ოჯახი მათ ორი დღე ეძებდა, პოლიციამ ბათუმში იპოვა. ტყუპები - ნიკა და ლუკა ცანავები სამართალდამცველებმა თბილისში დღეს დილით ჩამოიყვანეს.

როგორც მოზარდების ძმა ბაკურ ცანავა AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, ისინი ახლა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე არიან:

"კარგად არიან, ყველაფერი კარგადაა. ახლა განყოფილებაში ყავთ, დაკითხავენ და გამოუშვებენ" - გვითხრა ბაკურ ცანავამ.

მისივე თქმით, როგორც ინფორმაცია აქვთ, ბავშვები ზღვისპირეთში სამარშრუტო ტაქსით წავიდნენ და მათთან ერთად კიდევ ერთი მოზარდი იყო, რომლის ვინაობაც ოჯახმა ჯერ არ იცის.

"როგორც ჩანს ფული ქონდათ, აბა ისე ვინ წაიყვანდათ? მაგრამ საიდან ჰქონდათ, ეგ არ ვიცით. მაგათი მომზადება და რაღაც არ გაგვიგია ოჯახს, ტელეფონი თან არ ქონდათ და ვერ ვუკავშირდებოდით. კიდე ერთია მაგათთან ერთად, მაგრამ ჯერ არ ვიცი ვინ არის. პატარაა ისიც ასაკით", - ამბობს უფროსი ძმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკარგული ძმების სამძებრო სამუშაოები 13 ივლისიდან დაიწყო. როგორც ოჯახის წევრები აცხადებდნენ, ნიკა და ლუკა ცანავები, რომლებიც ავლაბარში ცხოვრობენ, სახლიდან 12 ივლისს გავიდნენ და დაიკარგნენ. ბოლოს ისინი ავლაბრის მეტროსთან სამარშუტო ტაქსის მძღოლმა ნახა, ამის შემდეგ კი ტყუპების კვალი დაიკარგა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ