დაკარგული ტყუპი ძმები ქობულეთში იპოვეს

დაკარგული ტყუპი ძმები ქობულეთში იპოვეს

14 წლის ტყუპი ძმები, ნიკა და ლუკა ცანავები, რომლებსაც ოჯახის წევრები ეძებდნენ, ქობულეთში იპოვეს. ამის შესახებ ტყუპების ძმა ბაკურ ცანავა "ფეისბუქზე" წერს.

"ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ტყუპები ნაპოვნები არიან, კარგად არიან და სახლისკენ მოყავთ უკვე" - წერს ბაკურ ცანავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკარგული ძმების სამძებრო სამუშაოები 13 ივლისიდან დაიწყო. როგორც ოჯახის წევრები აცხადებდნენ, ნიკა და ლუკა ცანავები სახლიდან 12 ივლისს გავიდნენ. ბოლოს ისინი ავლაბრის მეტროსთან სამარშუტო ტაქსის მძროლმა ნახა, ამის შემდეგ ტყუპების კვალი დაიკარგა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი