დედის მკვლელობაში ბრალდებულ პრიმა-ბალერინას აღარ გაასამართლებენ - მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა

დედის მკვლელობაში ბრალდებულ პრიმა-ბალერინას აღარ გაასამართლებენ - მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალერინა ანი მურადელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა და ის მკურნალობას ხონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გააგრძელებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ანი მურადელის ადვოკატმა თამარ ხაჩირაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მურადელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე.

ადვოკატის განცხადებით, ანი მურადელი ამ ეტაპზე სტაციონარულ მკურნალობაზეა გადაყვანილი. მისივე თქმით, მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მის შედეგებზე და აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია მიიღებს.

ანი მურადელი სამართალდამცველებმა 21 მაისს დედის მკლველობის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.

ნახეთ ვიდეო

წაიკითხეთ: რას ყვება დედის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი დედა-შვილის ურთიერთობაზე და ტრაგედიის ღამის შესახებ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ