გამოძიება Gem fest-ის გარშემო - რა ინფორმაციას ავრცელებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

გამოძიება Gem fest-ის გარშემო - რა ინფორმაციას ავრცელებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური Gem fest-თან დაკავშირებულ საკითხზე გამოძიების დაწყების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს ფესტივალის ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით.

მათივე განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფესტივალის ადმინისტრაციის ოფისიდან შესაბამისი დოკუმენტების ამოღება.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის №092090817006 საქმეზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაკლიასა და განმუხურის ტერიტორიაზე 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე პერიოდში შპს "არტ პლატფორმა"-ს (ს/კ 404520185) მიერ ჩატარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის "GEM FEST" ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე, საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დოკუმენტების ამოღება, ინფორმაციის გამოთხოვა, მოწმეთა გამოკითხვა", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

უკვე ცნობილია, რომ გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო სამსახურმა GEM ფესტ-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა დაკითხვაზე დაიბარა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ