კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
21:11 / 25-09-2017
ვინ არის შსს-ს მაღალჩინოსანი, რომელიც შარტავას ქუჩაზე დაჭრილი იპოვეს
სამართალდამცველებმა შარტავას ქუჩაზე 45 წლის მამაკაცი იპოვეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა აღენიშნებოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი მძიმე მდგომარეობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი მეშვიდე სართულზე ცხოვრობს, თუმცა ის მეზობელმა დაჭრილი მეოთხე სართულზე ნახა. რა ვითარებაში მოხდა მისი დაჭრა, ამ დრომდე უცნობია.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს, თუმცა, ექიმებმა გარდაცვალების ფაქტი არ დაადასტურეს. ამ დროისთვის დაჭრილი საავადმყოფოში აპარატზეა მიერთებული. მისი მდგომარეობა კრიტიკულია და რეანიმაციული ღონისძებები უტარდება.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც სამართალდამცველებმა დაჭრილი იპოვეს, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის
სამმართველოს უფროსი ზურაბ ტაკიძეა. მას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს.

ტაკიძე 2003-2005 წლებში - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის იურიდიული განყოფილებაში მუშაობდა, 2005-2009 წლებში იუსტიციის სამინისტროს სსიპ თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს დეკლარაციების შევსების განყოფილების უფროსი იყო, 2012 წლიდან კი მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა, ხოლო რამდენიმე თვის წინ მომსახურების სააგენტოში გადავიდა სამუშაოდ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თამთა კაკაურიძე
Ambebi.ge


ნახეთ ვიდეო: რას ჰყვებიან თვითმხილველები შარტავაზე ნაპოვნი მამაკაცის შესახებ, რომელიც ცოცხალი აღმოჩნდა
14:20 / 05-10-2017
გია
0
საწყალი ბიჭი....

ეჰჰჰ...კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა სიბოროტეს,შურს და ბოღმას...
23:24 / 04-10-2017
ვინმე
0
მაგარი კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან, ძალიან კარგი ადამიანი. შენ შემოგევლე ზურა, მაგარი ბიჭი მოკლეს
მსგავსი სიახლეები
+VIDEO თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ შარტავას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
+VIDEO| მიზეზი პეკინის გამზირზე გზის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაა
პირი, რომელსაც ფულს სძალავდნენ, ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის საქმეშია ჩართული
+VIDEO| შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:40 / 23-10-2017  Image ავარია ხაშურთან: საჩხერის "ჩიხურას" ავტობუსი ამობრუნდა, დაშავებულია გუნდის კაპიტანი
ფეხბურთელები ბათუმის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ დედაქალაქში მოემგზავრებოდნენ
13:09 / 23-10-2017  Image ვინ იქნება და რა ქონებას ფლობს დედაქალაქის საკრებულოს მომავალი თავმჯდომარე?
თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იქნება
10:45 / 23-10-2017  Image Monolith City - მონოლით ჯგუფის პასუხი მომავლის გამოწვევებს
Monolith City შენდება ძველ თბილისში, ორთაჭალაში, გორგასლის მოედნიდან 400 მეტრის მოშორებით
12:15 / 23-10-2017  Image 5 პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო - ერთ-ერთს მხოლოდ 75-მა ადამიანმა მისცა ხმა
საბოლოო შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს
09:00 / 23-10-2017  Image ზეციური იერარქია - ყველაფერი, რაც ანგელოზთა დასების შესახებ უნდა იცოდეთ
"ანგელოზებად" იწოდებიან მხოლოდ ზეციურ ძალთა ყველაზე ქვედა საფეხურზე მყოფი არსნი
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49