შსს-ს ავრცელებს ვიდეოს, სადაც ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ფაქტზე ინციდენტის მონაწილე საუბრობს

შსს-ს ავრცელებს ვიდეოს, სადაც ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ფაქტზე ინციდენტის მონაწილე საუბრობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ვიდეომასალას, რომელშიც მათივე ინფორმაციით, ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებულ დეტალებზე ინციდენტის მონაწილე ნოდარ შანიძე საუბრობს.

ვიდეომასალაში შანიძე ამბობს, რომ ამჟამად გარდაცვლილი პირი ხშირად სვამდა და იღებდა ფსიქოტროპულ წამლებს, რამაც შესაძლოა იმ მომენტში გულზე იმოქმედა და გარდაიცვალა.

ნოდარ შანიძის თქმით, მასსა და გარდაცვლილის მეგობარს შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც ადგილზე საპატრული პოლიცია გამოიძახა.

შანიძე აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ამჟამად გარდაცვლილი პირის გაღიზიანება გამოიწვია, რომელიც მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

"პატრულის მისამართით შეიგინა... ბუნებრივია პატრულმა შესაბამისად იმოქმედა. იმ მომენტში ეს პიროვნება მთვრალი იყო, როგორც ვიცი ფსიქოტროპულებსაც იღებდა ხოლმე. ერთხელ თავად დარეკა სასწრაფოში, რომ ფსიქიატრიულში წამიყვანეთო" - აღნიშნა შანიძემ.

შეგახსენებთ, ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ