კახეთში ვერტმფრენიდან კანფეტების გადმოყრაში მონაწილეობის გამო სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსანი დაითხოვეს

კახეთში ვერტმფრენიდან კანფეტების გადმოყრაში მონაწილეობის გამო სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსანი დაითხოვეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ავიაციის თანამშრომელს შესაძლო გადაცდომის გამო სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა.

როგორც Ambebi.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მიმდინარე წლის 15 ნოემბერს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენით კახეთის რეგიონის სოფელ ენისელის მიმართულებით განხორციელებული სავარჯიშო ფრენების დროს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

მათივე ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის გამო, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა.

როგორც ცნობილია, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, გრემის მონასტრის სასულიერო პირებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების: შილდის, გრემის, ენისელის, ალმატის და საბუეს სკოლებში, მოსწავლეებს ვერტმფრენიდან ნაკურთხი კანფეტები ჩამოუყარეს.

იხილეთ ვიდეო:  ვერტმფრენიდან გადმოყრილი ნაკურთხი კანფეტები მოსწავლეებს სასულიერო პირებისგან: ვის შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება?

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ