ადგილობრივები გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებენ

ადგილობრივები გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებენ

არაოფიციალური ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი პირების წინააღმდეგ მიმდინარეობს.

სოციალურ ქსელში ადგილობრივი მცხოვრებლები სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებენ. სპეცოპერაციის ადგილზე სროლისა და აფეთქებების შედეგად ცეცხლი გაჩნდა. ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მე-3 და მე-4 სართულებზეა გავრცელებული. ჩამსხვრეულია რამდენიმე ბინის ფანჯრები. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. ტერიტორიაზე შევიდა სასწრაფო დახმარების სამსახურის დამატებითი ბრიგადებიც.

იხილეთ ვიდეო: ექსკლუზივი - ახლო კადრი ცეცხლმოკიდებული ბინიდან, სადაც ეჭვმიტანილები იმყოფებოდნენ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ