პირებს, რომელთა ასაყვანად სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სავარაუდოდ, მძევლები ჰყავთ აყვანილი - რა კომენტარს აკეთებენ სუს-ში

 პირებს, რომელთა ასაყვანად სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სავარაუდოდ, მძევლები ჰყავთ აყვანილი - რა კომენტარს აკეთებენ სუს-ში

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მცხოვრების ინფორმაციით, სავარაუდოდ ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს რამდენიმე ადამიანი მძევლად ჰყავთ აყვანილი, რომლებიც მათივე მეზობლები არიან. ამის შესახებ ადგილობრივმა AMBEBI.GE-სთან საუბარში განაცხადა.

"როგორც ამბობენ, სპეცოპერაცია ორი ჩეჩენი ოჯახის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ისინი ამ კორპუსში წლებია ცხოვრობენ. ბავშვებიც ჰყავთ და ეზოში სასეირნოდაც გამოყავთ. ჩაკეტილი ხალხი არ არიან. ახლა თქვეს, რომ სავარაუდოდ მძევლები ჰყავთ აყვანილი, რომლებიც მათივე მეზობლები არიან", - განუცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა AMBEBI.GE-ს.

იხილეთ ვიდეო: ახალი ინფორმაცია სპეცოპერაციაზე: ყავთ თუ არა მძევლები აყვანილი ეჭვმიტანილებს ბერი სალოსის ქუჩაზე?

ამასთან, ადგილობრივთა ნაწილი აცხადებს, რომ სავარაუდოდ ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს დიდი ოდენობით იარაღი კორპუსის სხვენში ჰქონდათ შენახული.

აღნიშნული ინფორმაცია გადავამოწმეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. სუს-ი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პირებს, რომელთა ასაყვანად სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სავარაუდოდ, მძევლები ჰყავთ აყვანილი. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე უკვე 15 საათია სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ:

ადგილობრივები გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებენ

სუს-ი - სპეცოპერაციის შედეგად 1 ადამიანია დაკავებული, მიმდინარეობს მუშაობა სხვა პირების დასაკავებლად

გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცრაზმის დამატებითი ძალები შეიყვანეს - უახლესი ფოტოები სპეცოპერაციის ადგილიდან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ