კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:00 / 03-12-2017
"დედას შვილი ოთხი წელი არ ჰყავდა ნანახი და ცოცხალსაც ვერ ჩამოუსწრო" - რას ჰყვება საავადმყოფოში გარდაცვლილ მოსწავლეზე ოჯახის ახლობელი
ხორავას ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა. 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 2 მოზარდი ემსხვერპლა. 16 წლის ბიჭებს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. ერთი დაჭრილი, ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, რაც შეეხება დ.ს-ს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში 12 ჭრილობით, უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს, სამი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით უკვე დააკავა 2001 წელს დაბადებული გ.ბ. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლით).

წაიკითხეთ: რა მოხდა 51-ე სკოლაში 1 დეკემბერს და რამ გამოიწვია მოსწავლეების დაპირისპირება - პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

საავადმყოფოში გარდაცვლილი 16 წლის დ.ს-ის დედა შემთხვევის დროს ისრაელში იმყოფებოდა, მას შვილი 4 წლის განმავლობაში ნანახი არ ჰყავდა. ამის შესახებ Ambebi.ge-ს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა განუცხადა, რომლის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასაჯაროვებთ:

- უწესიერესი, თითით საჩვენებელი ბავშვი იყო, გამორჩუელად ზრდილობიანი. რაგბის თამაშობდა.... არავისთვის არაფერი დაუშავებია, პირიქით ყველას უყვარდა და მასაც ყველა უყვარდა. ძალიან ბევრი ოცნება და მიზანი ჰქონდა. მათ ოჯახში დიდი ტრაგედია ტრიალებს, ინტელექტუალების ოჯახიდანაა, ბაბუამისი ლექტორი იყო... პატიოსანი და მშრომელი ოჯახია - ოჯახი, რომელზეც ცუდს ვერავინ იტყვის. იმ არაადამიანებმა გაანადგურეს. მათ რეალურად ყველა მოკლეს…

- როგორც ვიცით, როდესაც ეს ამბავი მოხდა, დ-ს დედა საზღვარგარეთ იმყოფებოდა...
- დედას შვილი ოთხი წელი არ ჰყავდა ნანახი და ცოცხალსაც ვერ ჩამოუსწრო. ის საზღვარგარეთ მუშაობდა და ოჯახის დახმარებას იქიდან ცდილობდა. წარმოუდგენელი ტრაგედიაა, ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ იმას, რაც მოხდა.

ნიკა საჯაია
AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ: რას ჰყვება ჩხუბის დროს მოკლულ მოსწავლეზე თანაკლასელი - "ის უბრალოდ გამშველებელი იყო..."

"შემომხედა და ერთი ამოილუღლუღა - "გადამარჩინეთ!" - რას წერს სასწრაფო დახმარების ექიმი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე
22:36 / 10-12-2017
გუჯა
0
გული მიკვდება.სასტიკად უნდა გაასამართლონ მკვლელი მანიაკი-სამუდამო პატიმრობით მოითხოვს ხალხი
20:35 / 04-12-2017
მირო
23
შვილებს ტოვებენ წლობიტ რომ ფული იშოვონ. ბევრი ცხოვრობს გაჭირვებაში მაგრამ შვილების გარეშე ცხოვრებაზე არც უფიქრიათ.
მსგავსი სიახლეები
"თორნიკეს დედა თურქეთში მუშაობს, შვილი მკვდარი დავახვედრეთ, გათიშულია ქალი..."
გამოძიების ვერსიით კალანდიასთვის და მისი შვილებისთვის ცნობილი გახდა, რომ გ.ჯ.-მ დანაშაული ჩაიდინა
+PHOTO მოქალაქეები უკვე მეორე დღეა სკოლის შესასვლელთან იკრიბებიან
მოზარდების მკვლელობაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ორი მოსწავლეა ბრალდებული
"ინციდენტში მონაწილე ერთი პირის, ა.ს.-ს მშობელი მართლაც არის პროკურატურის მუშაკი"
"ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირის, ა.ს.-ს მშობელი მართლაც არის პროკურატურის მუშაკი"
+VIDEO: პროკურატურა 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
"რამდენადაც ვიცი, ოთხი მოსწავლე იყო წასული, დაკითხვაზე იყვნენ მისულები და არიან თავისუფლები"
დაახლოებით ღამის 2 საათზე დაჭრილი ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49