კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
22:30 / 01-12-2017
რას ჰყვება ჩხუბის დროს მოკლულ მოსწავლეზე თანაკლასელი - "ის უბრალოდ გამშველებელი იყო..."
თბილისში, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს 16 წლის მოზარდი მოკლეს, მისი პარალელური კლასელი კი მძიმედ დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანს დაპირისპირების დროს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. 16 წლის ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ხოლო დ.ს-ს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს, ორი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ახეთ ვიდეო: "არაფერი ესმოდათ ბავშვებს იმდენად იყვნენ ჩართულნი ჩხუბში " - რას ჰყვება ნიკა ვაჩეიშვილი რომელიც თავად შეესწრო მოზარდების ჩხუბს

AMBEBI.GE-ს
ინფორმაციით, გარდაცვლილი ლ.დ და დაჭრილი დ.ს პარალელური კლასელები და მეგობრები იყვნენ. ლ.დ ვერაზე, ერთ-ერთ ქუჩაზე ცხოვრობდა. ჩვენ დაჭრილისა და გარდაცვლილის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ.

სავარაუდოდ, დაპირისპირება 51-ე სკოლის რამდენიმე მოსწავლესა და კიდევ ერთი სკოლის აღსაზრდელებს შორის მოხდა. არასრულწლოვნების ჩხუბის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცველებს დანაშაულში ბრალდებული ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

მოკლულ ლ.დ-ს მისი თანაკლასელი და მეგობარი ნ.ე. უკონფლიქტო ადამიანად ახასიათებს. ჩვენთან საუბარში 51-ე სკოლის მოსწავლე ამბობს, რომ ლ-ი საუკეთესო, მედლის კანდიდატი მოსწავლე იყო.

- ლ-ი ჩემი კარგი მეგობარი იყო, დღეს საკონტროლო გვქონდა მათემატიკაში, მან ვერ დაწერა კარგად და ამის გამო დავცინე კიდეც, ვეხუმრებოდი... ზოგადად, ლ-ი საუკეთესო, მედლის კანდიდატი მოსწავლე იყო. კონფლიქტური ადამიანი არ ყოფილა, ძალიან კარგი ბიჭი იყო. ზოგადად, ჩვენს სკოლაში ბავშვები ერთმანეთთან დაპირისპირებულები არ არიან.

- რას ამბობენ, ჩხუბი რატომ მოხდა?
- არ ვიცი, არაფერს ამბობენ. როგორც თქვეს, გაკვეთილების შემდეგ, როცა ლ-ი სახლში მიდიოდა ეს ფაქტი მაშინ მოხდა. ის ამ დაპირისპირებაში მეგობრის დასაცავად ჩაერია და მოკლეს. ის დაჭრილ დ.ს-თანაც მეგობრობდა. ვინ არის მკვლელი და რატომ მოხდა ეს ყველაფერი, ჯერ არ ვიცით. ჯერ კიდევ სკოლასთან ვიდექით, როცა თქვეს ლ-ი დაჭრესო და ეს ჩვენთვის შოკისმომგვრელი ამბავი იყო.

- ამბობენ, რომ დაპირისპირება სკოლაში ორი დღის წინ დაიწყო, ამჩნევდით რამეს თქვენს მეგობრებს?
- არ არის ეს ინფორმაცია მართალი. არავის არავისთან არ ჰქონია დაპირისპირება. მითუმეტეს ლ-ს, ის უბრალოდ გამშველებელი იყო, ჩხუბის დროს იქ დაახლოებით 15-20 ბავშვი იყო, მაგრამ რა მოხდა არავინ იცის.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ: რას ჰყვებიან მეზობლები მოსწავლეების ჩხუბზე - "ერთ-ერთი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ტიროდა და დაჭრილს ეფერებოდა"

რას ამბობს დეტექტივ-გამომძიებლი მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის შესახებ
15:37 / 06-12-2017
bedo
0
მართალია ეს შემთხვევა ახალი არ არის, მაგრამ უნდა გითხრათ, როცა ქუჩაში გავიგე ახალგაზრდების ჩხუბის ხმა მაშინვე 112- ს დაურეკე, დიდხანს დამჭირდა ოპერატორის დათანხმება პატრულის გამოძახებაზე, იმდენი შეკითხვები დამისვა, ვინანე რომ დავრეკე.
ხშირად ვხდებით უნებლიეთ ადამიანები ჩხუბის მომსწრე, მოქალაქემ უნდა იცოდეს კრიტიკულ მომენტში, როგორ გამოიძახოს პარტული და როგორ იქნება დაცული მისი უფლებები, ასწავლეთ ადამიანებს საგანგაშო სიტუაციის დროს, როგორ მოიქცნენ და თუ ისინი იქნებიან დაცულები, ითანამშრომლებენ პატრულთან. მე პირადად ერთხელ დაურეკე პარულის ოპერატორს და უთხარი, ჩვენ ქუჩაზე შეინიშნება არასასურველი გარჩევები და გთხოვთ პარტულის მანქანა გამოგზავნოთქო. ალბათ ხვდებით რასაც მიპასუხებდა! ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად სწორად ავხსენი პრობლემა. გმადლობთ....
11:22 / 04-12-2017
ანა
2
აღარ არის ქვეყანაზე კონტროლი და იმიტომაც ხდება ამდენი უბედურებები აღარ მუშაობს ძალოვანი სტრუქტურა ნორმალურად
მსგავსი სიახლეები
ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს
რესპუბლიკურ საავადმყოფოს პრესსამსახურის კომენტარი
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები
მოზარდების მკვლელობაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ორი მოსწავლეა ბრალდებული
"მათ ოჯახში დიდი ტრაგედია ტრიალებს, ინტელექტუალების ოჯახიდანაა, ბაბუამისი ლექტორი იყო.."
"ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირის, ა.ს.-ს მშობელი მართლაც არის პროკურატურის მუშაკი"
"რამდენადაც ვიცი, ოთხი მოსწავლე იყო წასული, დაკითხვაზე იყვნენ მისულები და არიან თავისუფლები"
"არასოდეს დამავიწყდება ეს დღე, როდესაც მისი წყლიანი, უმწეო თვალები დახმარებას გვთხოვდა"
"არც კი ვიცი რა უნდა თქვა ან დაწერო ასეთ დროს, როდესაც უცნობი ადამიანების ამბავი უბრალოდ განადგურებს"
+VIDEO| სამართალდამცველებმა გ.ბ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49