ვინ არის პროკურატურის თანამშრომელი, რომლის შვილი 51-ე სკოლასთან მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა

ვინ არის პროკურატურის თანამშრომელი, რომლის შვილი 51-ე სკოლასთან მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, მთავარი პროკურატურის თანამშრომელი, რომლის შვილი 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა, მირზა სუბელიანია. როგორც ცნობილია, მირზა სუბელიანის შვილს ა.ს-სა და მის თანაკლასელს თ.ჩ-ს გაკვეთილებს შორის არსებულ შესვენებაზე, საპირფარეშოში ექვსი უფროსკლასელი დახვდათ, რომელთაგან ერთ-ერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა, რასაც ამ უკანასკნელების უკმაყოფილება მოჰყვა, რაც გადაიზარდა სიტყვიერ დაპირისპირებაში. ის, რომ ინციდენტში მონაწილე ერთი პირის, ა.ს-ს მშობელი პროკურატურაში მუშაობს, ამას უწყებაშიც ადასტურებენ.

"ინციდენტში მონაწილე ერთი პირის, ა.ს.-ს მშობელი მართლაც არის პროკურატურის მუშაკი, თუმცა იგი 2014 წლიდან მუშაობს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში და მას დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, არც აღნიშნულ გამოძიებასთან და არც სხვა რომელიმე გამოძიებასთან, არანაირი შემხებლობა არ აქვს და არც შეიძლება, რომ ჰქონდეს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მირზა სუბელიანი მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. მანამდე კი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გენერალური ინსპექციის უფროსის პოსტი ეკავა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარი დანაშაულისთვის ორი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო უწყებამ ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც მომხდარის დეტალებია აღწერილი.

თამთა კაკაურიძე

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ: "დედას შვილი ოთხი წელი არ ჰყავდა ნანახი და ცოცხალსაც ვერ ჩამოუსწრო" - რას ჰყვება საავადმყოფოში გარდაცვლილ მოსწავლეზე ოჯახის ახლობელი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ