სუს-ი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

 სუს-ი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული და დაკავებული პირების ვინაობის შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

საგანგებო პრესკონფერენციაზე სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა რომ, ამერიკელ კოლეგებთან ჩატარებული ერთობლივი მოქმედებებით სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუკები, რაციები და სხვა მტკიცებულებები.

"საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ვინაობა. იგი რუსეთის მოქალაქე შუიაფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. ასევე ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა. ესენი არიან რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში 2010- 2012 წლებში იმყოფებოდა და ასტანგებ სოლტახმადოვი", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

წაიკითხეთ: პანკისში დაკავებულები ახმედ ჩატაევს საქართველოში შემოსვლაში დაეხმარნენ - სუს-ის საგანგებო ბრიფინგი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ