პანკისში დაკავებულები ახმედ ჩატაევს საქართველოში შემოსვლაში დაეხმარნენ - სუს-ის საგანგებო ბრიფინგი

პანკისში დაკავებულები ახმედ ჩატაევს საქართველოში შემოსვლაში დაეხმარნენ - სუს-ის საგანგებო ბრიფინგი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირები ახმედ ჩატაევს საქართველოში შემოსვლაში დაეხმარნენ.

სპეციალურ ბრიფინგზე უწყების პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა თემილა მაჩალიკაშვილმა სცადა წინააღმდეგობა გაეწია პოლიციისთვის.

"მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცველებისათვის. კერძოდ, უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემილა მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება. იგი ამჟამად ჰოსპიტალიზებულია", - განაცხადა გიორგობიანმა.

ვინ არიან პანკისში დაჭრილი და დაკავებული პირები - ფოტოები სპეცოპერაციის ადგილიდან

როგორ შემოვიდა აჰმედ ჩატაევი საქართველოში - რუსული მედიის ვერსიები

"გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდეგ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა ბრიფინგზე.

პანკისის ხეობაში რამდენიმე სახლში სპეცოპერაცია დღეს გამთენიისას, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დილის 04:00 საათიდან სოფელ ომალოსა და დუისში სპეცოპერაციას 50-ზე მეტი სპეცრაზმელი ატარებდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ