კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:33 / 13-01-2018
"მოკლული ხელში აიყვანა და ხევში გადააგდო..." - 19 წლის დავით ტორიაშვილის სადისტური მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები
19 წლის დავით ტორიაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 27 წლის ნიკოლოზ ქისტაურს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა მისთვის წაყენებული ბრალი საკმაოდ მძიმეა.

ცნობილია, რომ გარდაცვლილს ოჯახის წევრები და ძალოვნები 29 დეკემბრიდან ეძებდნენ, სწორედ ამ დღეს გაუჩინარდა დათო ტორიაშვილი, მას მერე უამრავი მისი ახლობელი და მეგობარი დაიკითხა, მაგრამ რამდენიმე დღე მის კვალს ვერსად მიაგნეს.

10-დღიანი ძებნის შემდეგ გაირკვა, რომ ის სადისტურად იყო მოკლული. სამართალდამცავებმა დავით ტორიაშვილის ცხედარი ორთაჭალაში, მტკვრის სანაპიროზე იპოვეს. ირკვევა,
რომ მომხდარ მკვლელობაზე ინფორმაცია ბევრ ადამიანს ჰქონდა, უფრო მეტიც, ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ერთ მათგანს არ უცდია ფაქტის გახმაურება. სწორედ ამიტომ სამართალდამცავებმა ნიკოლოზ ქისტაურთან ერთად ბრალი სხვა ადამიანებსაც წაუყენეს და ისინი დააკავეს. ქისტაურის მეგობარ ქალს ნატო მელქაძეს და გიორგი იობიძეს დანაშაულის დაფარვაში ედებათ ბრალი. სასამართლომ მათაც წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ხოლო სამ პირს: ირაკლი შენგელიას, რუსლან ხორგუანს და ზაზა ლაგვილავას დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ ბრალი. ისინი წაყენებულ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობენ. სასამართლო პროცესზე პროკურორმა მათთვის არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენება მოითხოვა და სამივე ბრალდებულს 2000- 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

kvirispalitra.ge-ს ჟურნალისტი, სადისტური მკვლელობის გაუხმაურებელ დეტალებზე წერს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოკლული და ბრალდებული ერთმანეთს იცნობდნენ. იმ საბედისწერო დღეს დათო ტორიაშვილი ორთაჭალაში, წითლანაძის 19 ნომერში სტუმრად მივიდა. სწორედ იქ ჰქონდა ქისტაურს ნაქირავები ბინა. როგორც ირკვევა, სწორედ ამ ნაქირავებ ბინაში მოხდა მკვლელობა. იქ სუფრა იყო გაშლილი. ქისტაურთან და ტორიაშვილთან ერთად, სუფრასთან იმყოფებოდა ქისტაურის რამდენიმე მეგობარი. ბიჭები ერთად სვამდნენ, მოკლულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი სუფრასთან დაიწყო და სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გამოძიება არ აკონკრეტებს კონკრეტულად რა საკითხზე იკამათეს ახალგაზრდებმა, ბრალში აღნიშნულია, რომ კონფლიქტის დროს შურისძიების მოტივით ქისტაურმა განიზრახა ტორიაშვილის მკვლელობა, აიღო დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენილი გადაჭრილი სანადირო თოფი და იქვე, მეგობრების თვალწინ ესროლა ტორიაშვილს.

თვითმხილველთა თქმით, დაჭრილი ტორიაშვილი შეეცადა კარისკენ წასულიყო და იქაურობას გაცლოდა, მაგრამ კართან მისულს, კიდევ ერთი ტყვია ესროლა. ბიჭი იქვე ჩაიკეცა, არც ამას დასჯერდა დამნაშავე, ამის შემდეგ დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ყელი გამოჭრა. მიყენებული ჭრილობებით ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბრალდებული კვალის დაფარვას შეუდგა, მეგობრები იხმო შემთხვევის ადგილზე. მის ბინასთან მისულებს უთხრა, რომ კაცი ჰყავდა მოკლული და სთხოვა ცხედრის გადამალვაში დახმარებოდნენ. არც ერთი მათგანი მის წინადადებას არ დათანხმდა. თუმცა ცხედარი ბიჭებმა ნახეს. კვალის დაფარვას თავად შეეცადა ბრალდებული. გამოძიების მასალებით, მოკლული ბიჭი ხელში აიყვანა ქისტაურმა და იქვე, ხევში გადააგდო. ამის შემდეგ მოასუფთავა შემთხვევის ადგილი და სისხლიანი ნივთებს, კვალის დაფარვის მიზნით, ცეცხლი წაუკიდა  წაიკითხეთ ვრცლად
00:30 / 15-01-2018
ზურა
1
ჩემი აზრით სასწრაფოდ უნდა დავაკანონოთ სიკვდილით დასჯა !!!
გამოეხმაურე / 0 /
16:01 / 14-01-2018
daxundara
3
გამომარგვლა-თოხის გარეშე კაპიკია ყანის ფასი!!!!... ქართული ყანა-ხულიგნურ-ძველბიჭურ-დაბოლილი მოსახლეობის უებარი წამალი კიდევ ბიძიკო ცოცხია, ცოცხი!!!! დიდი და მკაცრი ცოცხი! დროზე კაი მარჯვე "ცოცხი" თორემ დაგემხობათ ეს ისედაც მოყანყალებული ქვეყანა თავზე და ეგ იქნება ბოლო!...
გამოეხმაურე / 1 /
00:27 / 15-01-2018
მანანა
0
სწორედ თქვენ, ვისაც ცოცხზე ნოსტალგია გაქვთ,აწყობთ აქციებს დაბოლილების მხარდასაჭერად. რა გინდათ, კაცი ვერ გაიგებს.
მსგავსი სიახლეები
ეჭვმიტანილი 39 წლის ქართველი მამაკაცი, ეროვნებით რუს მეუღლესთან ერთად ქალაქ ულმში ცხოვრობდა
მარეკ დუდაევი სოფლის ყოფილ კლუბში მოკლული იპოვეს
+VIDEO "სამსონ ქუთათელაძესთან ყველა თანამშრომელს კარგი ურთიერთობა ჰქონდა"
მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღითაა ჩადენილი
ქალი და მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული
ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ
ახალგაზრდა სახლიდან 31 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49