რას ამბობენ მოკლულ სამსონ ქუთათელაძეზე მისი პარტნიორი და ბაზრობის თანამშრომლები

რას ამბობენ მოკლულ სამსონ ქუთათელაძეზე მისი პარტნიორი და ბაზრობის თანამშრომლები

რუსთავში შპს "ერთობის", ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე დაცვის თანამშრომელმა სამუშაო კაბინეტში გარდაცვლილი ნახა.

წინასწარი ინფორმაციით, ქუთათელაძეს თავის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. ახლომდებარე მაღაზიის ერთ-ერთი მოვაჭრის ინფორმაციით, გასროლის ხმა არავის გაგუგია, რაც იმის თქმის საფუძველს აძლევთ, რომ ქუთათელაძე მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს.

ნახეთ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

ბაზრობის ტერიტორიაზე ამ დრომდე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფება შპს "ერთობის" კიდევ ერთი მეწილე უზი ნონი.

ნონი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ქუთათელაძესთან საქმიანი და კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მკვლელობის ვერსიებზე კი საუბარი უჭირს.

ბაზრობის მოვაჭრეები სამსონ ქუთათელაძეს დადებით პიროვნებად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მასთან შპს "ერთობის" ყველა თანამშრომელს კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

ბრიგადის გენერალი სამსონ ქუთათელაძე წარსულში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო და ამჟამად ის ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული, მათ შორის შპს "ერთობის" ერთ-ერთი მეწილეც იყო.

შსს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: "ისე არ გაივლიდა ოჯახური მდგომარეობაც რომ არ გამოეკითხა" - რას ამბობენ "სტამბოლის ბაზრობის" მოვაჭრეები დირექტორის მკვლლეობაზე?

ცნობისთვის, სამსონ ქუთათელაძე 2001-2003 წლებში ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის საგანგებო სიტუაციისა და სამაშველო ძალების შტაბის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, 2003-2004 წლებში იყო ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილე, 2004 - 2006 წლებში - ეროვნული გვარდიის სარდალი,

2006-2008 წლებში კი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. ქუთათელაძე საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

მარიკა ვარდოშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ