"ბახალას" დედის კომენტარი შვილის დაკავების შემდეგ - "მეზიზღება ჩემი ქვეყანა ამ საპოლიციო სისტემის გამო"

"ბახალას" დედის კომენტარი შვილის დაკავების შემდეგ - "მეზიზღება ჩემი ქვეყანა ამ საპოლიციო სისტემის გამო"

მეზიზღება ჩემი ქვეყანა ამ საპოლიციო სისტემის გამო, - ამის შესახებ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის(ბახალა) დედამ ნანა ჩხიკვიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ განაცხადა, რაც მის შვილს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"ჩემმა ქვეყანამ მაპატიოს, ამდენი უსამართლობით გამოათაყვანეს საქართველო. ორი უნამუსო პოლიციელის ჩვენებამ, რომლებიც შემდეგ ალბათ შვილთან და შვილიშვილთან მივიდოდნენ, მათმა ტყუილმა გაწირა ჩემი შვილი და არა მარტო ჩემი შვილი, არამედ მთელი ოჯახი. ჩემი შვილიშვილების ამ ქვეყანაში გაჩერება აღარ მინდა. მეზიზღება ჩემი გამოთაყვანებული ქვეყანა ამ საპოლიციო სისტემის გამო", - განაცხადა ნანა ჩხიკვიშვილმა.

დღეს გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ ადგილზე თათბირით მიიღო.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ ჩაუდო.

იხილეთ ვიდეო: "მეზიზღება ჩემი გამოთაყვანებული ქვეყანა, მარტო ჩემი შვილი კი არ გაწირეს" - "ბახალას" დედის კომენტარი შვილის დაკავების შემდეგ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ