"მკვლელი, სავარაუდოდ, ოჯახს იცნობდა" - რას ამბობს შსს-ს წარმომადგენელი, რომელიც დოდო გუგეშაშვილის სახლთან იმყოფებოდა

"მკვლელი, სავარაუდოდ, ოჯახს იცნობდა" - რას ამბობს შსს-ს წარმომადგენელი, რომელიც დოდო გუგეშაშვილის სახლთან იმყოფებოდა

მკვლელი, სავარაუდოდ, იცნობდა ოჯახის წევრებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამის თქმის საფუძველს შემთხვევის ადგილი და ოპერატიული ანალიზი იძლევა. მისივე თქმით, ჭრილობები, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით არის მიყენებული. რაც შეეხება სხვა დეტალებს, თუ რამდენი პირი იყო თავდამსხმელი, ასევე ჰყავს თუ არა გამოძიებას სავარაუდო ეჭვმიტანილი, მამუკა ჭელიძეს გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე დეტალებზე არ უსაუბრია.

"შემთხვევის ადგილის პირველადი მონაცემებით, შეიძლება ითქვას, რომ მკვლელი სავარაუდოდ იცნობდა ოჯახის წევრებს. ამის თქმის საფუძველს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ოპერატიული ანალიზი გვაძლევს. ჭრილობები, სავარაუდოდ, მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღით", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

ნახეთ ვიდეო: რა ახალ დეტალებზე საუბრობს შსს დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმაზე

შს სამინისტროს წარმომადგენელს არ უსაუბრია ასევე სავარაუდო მოტივის შესახებ. მისი თქმით, გამოძიებას თბილისის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც მკვლელობას და მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ასევე წაიკითხეთ: "მე-11 სართულზე სისხლიანი ხელთათმანი და პლედი ვნახე" - დოდო გუგეშაშვილის მეზობელი ახალ დეტალებს ყვება

"შვილი დაბადების დღის ცენტრში მუშაობდა, არ იყო შეძლებული ოჯახი" - დოდო გუგეშაშვილის მეგობრები მომხდარის ვერსიებზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ