აზერბაიჯანი სომხური "მი-24"-ის ჩამოგდების შესახებ იუწყება, სომხეთი ინფორმაციას არ ადასტურებს

აზერბაიჯანი სომხური "მი-24"-ის ჩამოგდების შესახებ იუწყება, სომხეთი ინფორმაციას არ ადასტურებს

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის სამხედრო ვერტმფრენის "მი-24"-ის ჩამოგდების შესახებ იუწყება. "იტარ-ტასის" ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვერტმფრენი აგდამის რაიონის სოფელ კენგერლიდან 1700 მეტრის დაშორებით მაშინ ჩამოაგდეს, როდესაც აზრბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე შეტევა განახორციელა. "ვერტმფრენის ნამსხვრევები თავდაცვის ხაზიდან 500 მეტრში ჩამოვარდა", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს განცხადებით, აზერბაიჯანმა საკუთარი სამხედრო ვერტმფრენი "მი-24" ჩამოაგდო. მათივე ინფორმაციით, ინციდენტი აზერბაიჯანსა და მთიან ყარაბაღს შორის საზღვრის აღმოსავლეთ მონაკვეთის საჰაერო სივრცეში მოხდა, როდესაც ვერტმფრენი სასწავლო-საწვრთნელ გაფრენას ახორციელებდა. არაოფიციალური ინფორმაციით, სამი სამხედრო მფრინავი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?