მეორე მსოფლიო ომის "ექო" საქართველოში - გადახედეთ ამ გვარ-სახელებს, იქნებ მათში თქვენი წინაპარი ამოიცნოთ...

მეორე მსოფლიო ომის "ექო" საქართველოში - გადახედეთ ამ გვარ-სახელებს, იქნებ მათში თქვენი წინაპარი ამოიცნოთ...

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვაგრძობთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველების გარშემო მუშაობას. ყველა მათგანს წლების განმავლობაში, სიცოცხლის ბოლომდე ელოდა ოჯახი. მშობლები, და-ძმა უგზო-უკვლოდ დაკარგულებს არასდროს მოიხსენიებდნენ დაღუპულად და მათ ნაქონ ნივთებს ბოლო წუთამდე ინახავდნენ...

გასულ დღეებში რესპონდენტი დაგვიკავშირდა და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილებში დაღუპული ქართველი მეომრების შესახებ მოძიებული ინფორმაცია მოგვაწოდა, იმ იმედით, რომ ნათესავები გამოუჩნდებათ. აღსანიშნავია, რომ მათმა უმეტესობამ, ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო.

ჩამონათვალს ვიწყებთ ქერჩში ნაპოვნი ქართველი მეომრით, რომლის შესახებაც მონაცემები ქერჩის კომისიიდან, ნატალი დზიუბამ მოგვაწოდა:

ქერჩის საძმო სამარხის გახსნის შედეგად ნაპოვნია, ქართველი მეომრის არჩილ ჯაფარიძის ნეშტი. რომლის საცხოვრებელი მისამართი ასეა დარეგისტრირებული: საქართველოს რესპუბლიკა, ცხაკაიას (სენაკი) რაიონი, უფროსი სერჟანტი, ნაღმტყორცნების მეთაური, დაღუპულია 1944 წლის, 26 იანვარს. დასაფლავებულია ქერჩის საძმო საფლავში. "საბრძოლო დამსახურებისთვის" დაჯილდოებულია საბრძოლო წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლით.

წაიკითხეთ: ქერჩში ნაპოვნი ნეშტის საიდუმლო: "ირაკლი ბადალაშვილი მამაჩემია, მაგრამ მეორე მსოფლიო ომიდან ცოცხალი დაბრუნდა..."

სუზან კირაკოზიანი:

- ძალიან ბევრი ადამიანია ამ თემაში ჩართული, ზოგი დამოუკიდებლადაც ცდილობს, ინფორმაციის მოძიებას. უკრაინელი ქალბატონი, ნატალია დზიუბა რომელიც ქერჩში დაწყებული სამარხების გახსნის პროცესს უძღვება, ამ თემაზე წიგნის გამოცემასაც გეგმავს, სადაც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბიოგრაფიები, ისტორიები და საფლავების შესახებ ცნობები იქნება შეტანილი... სამუშაო ძალიან ბევრია, მაგრამ სიების მოპოვება, მონაცემთა დაზუსტება და დალაგება ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ამჯერად, გთავაზობთ იმ ადამიანთა სიებს, რომლებიც დაკარგულად ითვლებიან. კომისიის წევრები მათ ნათესავებთან დაკავშირებას ცდილობენ. ამ ადამიანების დიდი ნაწილი საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპნენ.

უცხო მიწაზე ნაპოვნი ქართველთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

გოდუაძე მინტონ (მელიტონი) 1910 წელს, წყალტყუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთში დაბადებული. 1943 წლის აგვისტოდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ის გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს და პარიზთან ახლოს, ქალაქის სასაფლაოზეა დაკრძალული;

1910 წელს დაბადებული, ჭიათურის სოფელ მეჩხეტურას მკვიდრი ივანე ლუკას ძე ბურჯანაძე, რომელიც მინსკთან ახლოს, ბერეზინსკის რაიონში საძმო სასაფლაოზეა დაკრძალული;

წაიკითხეთ: ქერჩში დაკარგული ქართველების კვალდაკვალ - "ბლიაძეების ოჯახიდან, ერთ დღეს ოთხი ადამიანი, მამა და სამი ბიჭი წაუყვანიათ..."

1900 წელს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ციხისძირში დაბადებული გიორგი უმეგაშვილი, რომელიც 1942 წლის, 2 სექტემბერს სმოლენსკში, ტყვეობაში გარდაიცვალა.

ვასილი შუბლაძე (პარფენის ძე) სამტრედიიდან, სმოლენსკთან ახლოს, 1942 წლის 17 ივლისს, ტყვეობაში გარდაიცვალა...

საქმე ის არის, რომ ქართული გვარ-სახელები ჩამონათვალი ძალიან ბევრია, თუმცა, მათი მისამართები და დაღუპვის ადგილი ჯერჯერობით არ იძებნება, ან ხშირად არის შეცდომები მისამართებში, სამხედრო ნაწილებსა და ბოლო ადგილსამყოფელთან დაკავშირებით და მის დაზუსტებას მუშაობა სჭირდება. ბევრს მხოლოდ სახელი, გვარი და საქართველოს სსრ, უწერია.

ლალი პაპასკირი

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი"

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს

როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო