კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:04 / 30-01-2017
არსებული ინფორმაციით, კონგოში ქართველი მფრინავები ჩამოაგდეს
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საბრძოლო დავალების შესრულებისას არმიის კუთვნილი ორი Ми-24 ჩამოაგდეს. როგორც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის "არსენალის" წყარო იტყობინება, არსებული ინფორმაციით ცნობილია, რომ ერთს ბელორუსი, მეორეს კი - ქართული ეკიპაჟი მართავდა, რომელთა ბედი ჯერჯერობით უცნობია. ბელორუსი მფრინავები კონგოს სავაადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ეს პირველი შემთხვევა არ რის, როდესაც ქართველი მფრინავები უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მშვიდობის დამყარებას შეეწირნენ... 2011 წლის 4 აპრილს, კონგოში ავიაკატასტროფის შედეგად, საქართველოს ოთხი მოქალაქე დაიღუპა. მათ შორის იყვნენ, ხომალდის მეთაური ალექსი ოგანესიანი, ტექნიკოსი ალბერტ მანუკოვი, ბორტგამცილებელი გურამ კეპულაძე და ლაინერის მეორე მფრინავი სულიკო ცუცქირიძე. ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავში, რომელიც გაეროს მისიას ასრულებდა, 33 ადამიანი იმყოფებოდა. ცოცხალი მხოლოდ - კონგოელი ჟურნალისტი - გადარჩა...

ქართველი მფრინავები კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცაზე 2010 წლიდან დაფრინავენ. მაშინდელმა თავდაცვის სამინისტრომ, სამხედრო მფრინავები და ტექნიკოსები სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით გაათავისუფლა, მათაც ალტერნატიული სამსახური იპოვეს... ერთ-ერთი მათგანი - სამხედრო მფრინავი, მაიორი ვეფხვია მსხვილიძე ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ ისინი საქართველოს არ ჭირდებოდნენ, ამიტომაც კონგოს მიაშურეს...

სამხედრო მფრინავის, ვეფხია მსხვილიძის თქმით, მას მუდმივი ურთიერთობა აქვს იქ დარჩენილ ქართველებთან. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მათთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა, ეს ჯერჯერობით შეუძლებელია... (მისი გარკვევისთანავე, ჩვენს მკითხველს  უახლოეს ინფორმაციას  მივაწვდით)

"ერთ-ერთი ჩემი მეგობრის დაკარგვაზეა საუბარი. დანარჩენებთან დაკავშირებას ვცდილობ... კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას საჰაერო და სახმელეთო ძალები ჰყავს. სახმელეთო ძალებში "კომანდოს" სპეცდანიშნულების რაზმი, სამხედრო პოლიციაა გაერთიანებული. საჰაერო ძალებს საბჭოური სამხედრო ტექნიკა აქვს. მუშა მდგომარეობაშია ми-24-ის ტიპის საფრენი აპარატები, რომლებიც კარგად იტანს ყველანაირ ტემპერატურას, მათ შორის, სიცხეს. ასევე ჰყავთ უკვე მოძველებული су-25-ები, რომელთაც უფრო მეტად ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის იყენებენ, რადგან საბრძოლო დანიშნულებით მათი გამოყენება შეუძლებელია. როგორც კი су-25 გადაიფრენს, კონფლიქტის კერიდან პატარ-პატარა დაჯგუფებები მაშინვე იფანტებიან...

"კონგოში მუდმივად
You must have Flash Player installed in order to see this player.
არის პატარ-პატარა კონფლიქტები, რადგან მეზობელი უგანდის ჯუჯა სახელმწიფო იარაღით ეხმარება პარტიზანებს, რომელთაც კონგოს სახელმწიფოს მიწების დაპატრონება სურთ... ჩრდილოეთ კონგოში ქალების მასობრივი განადგურების უამრავი შემთხვევა იყო - უგანდიდან გადმოსული ბანდფორმირებები იტაცებდნენ ქალებს, შახტებში ამუშავებდნენ და შემდეგ ხოცავდნენ. ისინი მუსლიმები არიან და შედიოდნენ ქრისტიანულ სალოცავებში, ქალები გამოჰყავდათ და თავებს ჰკვეთდნენ. თვე-ნახევარში 600-ზე მეტი ქალი დახოცეს. ესენი არიან უგანდის ოპოზიციონერები და ხელისუფლების შეცვლას ამ ფორმით ითხოვენ.

იქ არის გაეროს ეგიდით მყოფი ჯარიც, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში ეხმარება. გაეროს ჯარის კონტრაქტორები არიან უკრაინელები, პაკისტანელები, ტანზანიელები, ინდუსები... შესაძლოა, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც იყვნენ... იქ გავიცანით სამხედროები, რომლებსაც მომზადება თბილისის საავიაციო ქარხანაში ჰქონდათ გავლილი. ერთი მათგანი, გენერალი, დედაქალაქში ბაზის მეთაური იყო, მეორე - საჰაერო ძალების სარდალი...", - ამბობს  ვეფხია მსხვილიძე.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE

წაიკითხეთ: რა განცხადებას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო ქართველ მფრინავებზე, რომლებიც კონგოში ავიაკატასტროფაში მოყვნენ

იხილეთ ვიდეო
12:23 / 02-02-2017
eeeex
0
ჩვენი დროის მამლუქები, რომელთა გაწვრთნა უამრავი ფული დაჯდა და რომლებზეც სახელმწიფომ თვითონ თქვა უარი. ვერტალიოტები ჩამოწერეს ახალი არ შეუძენიათ და პილოტები გაანთავისუფლეს
12:12 / 31-01-2017
amin!
0
უფალო, დაიფარე ყველა ქარტველი შინ თუ გარეტ, გევედრები
მსგავსი სიახლეები
"კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალი აპირებდა ამ თემაზე შეხვედრას ამბოხებულებთან"
ზვიად გონაძემ გიორგი ოსურაულს მიაწოდა ბოლო ინფორმაცია კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის შესახებ
"მეამბოხეები მოთხოვნებს მუდმივად ცვლიან, ხან პოლიტიკური მოთხოვნები აქვთ, ხანაც მილიონ დოლარს ითხოვენ..."
ერთი შვეულმფრენი მკვეთრი ანტისაზენიტო მანევრის დროს კუდის ხრახნით ხეებს წამოედო და მიწაზე დაენარცხა
დაჭრილი სამშვიდობოზეა და მკურნალობს აღმოსავლეთ კონგოს ქალაქ გომაში
მფრინავები, რომლებიც ავიაკატასტროფაში მოყვნენ, კონგოში კერძო მიზნებით ჩასული პირები არიან
გაეროს ახალი გენერალური მდივნის პასუხი
საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2016-2018 წლების ვადით იქნა არჩეული
წყვილმა ქორწილი 13 ნოემბერს, ფუნიკულიორზე აღნიშნა
კენჭისყრის თანახმად, უნგრეთმა - 144, ხორვატიამ -114, რუსეთმა კი 112 ხმა მიიღო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:17 / 25-05-2017  Image მოიპარეს თუ არა ბიზნესმენ ბუბა ქებურიას სახლიდან ნახევარი მილიონი - შსს-ს კომენტარი
შინაგან საქმეთა სამინისტროში ქურდობის ფაქტს ადასტურებენ
19:50 / 25-05-2017  Image კა­რა­ტის­ტი გო­გო­სა და ბი­ჭის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი - "თა­თია ახ­ლა ჩე­მი პი­რა­დი მწვრთნე­ლია"
ამ წყვილს, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ადა­მი­ა­ნი უნ­და იც­ნობ­დეს
16:20 / 25-05-2017  Image "ცრემლები იმიტომ მომდის, რომ შეეხნენ ჩემს თავმოყვარეობას" - დემირელის კოლეჯის მმართველს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა
ჩაბუქი ითხოვს, არ გადასცენ თურქეთს, რადგან "იქ სამართლიანობა არ არსებობს"
16:38 / 25-05-2017  Image რატომ ვერ შედგა ცერებზე მარკუს მეტრეველი - "ნამდვილად არ ვარ ასეთი, როგორიც ბევრს ვგონივარ..."
"ვიტყვი, რომ საუკეთესო პარტნიორი მყავს"
15:19 / 25-05-2017  Image რა უნდა გააკეთოთ, რომ დიეტის დროს შიმშილმა არ შემოგიტიოთ
როგორ ვაკონტროლოთ შიმშილის ჰორმონი?
კვირის ყველაზე კითხვადი
პოპულარული კომენტარები
ინდურ სერიალად ნუ გადააქცევთ . ესაა უდიდესი ტრაგედია რაც მოხდა. მარტო ის რომ ეს გოგონა პრიმა ბალერინა გახდა, თუ ფიქრობს ვინმე ეს როგორი შრომის ფასად მიაღწია.ბალერინობას რომ მიაღწიო, უნდა იყო სათნო კეთილი, ნიჭიერი შრომისმოყვარე.რატომ არავინ არ ამბობს რატომ დაიწყო სმა ? ლოთი იყო და ისე ცეკვავდა? როგორ , ლოთობით გახდა პრიმა ბალერინა? ცოტა დაუკვირდით რა, მარტო მის ლანძღვაზე რომ გადახვედით ეგრე სადაა. იცის ვინმემ ის დედა , თუ დედობილი, როგორ ეპყრობოდა? რას ეუბნებოდა ?სულაც იქნებ მან მიიყვანა იმ ზომამდე, რომ ეს საშინელება ჩაიდინა. ჩვენ არაფერი ვიცით.იქნებ ისეა გამწარებული ,რომ არც ნანობს ეს უბედური გოგო. გ ინდათ გამლანძღეთ მეცოდება ორივე
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49