რა განცხადებას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო ქართველ მფრინავებზე, რომლებიც კონგოში ავიაკატასტროფაში მოყვნენ

რა განცხადებას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო ქართველ მფრინავებზე, რომლებიც კონგოში ავიაკატასტროფაში მოყვნენ

"კონგოში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად ქართველი მფრინავები არ დაღუპულან" - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

თავდაცვის უწყების მტკიცებით, მფრინავები, რომლებიც ავიაკატასტროფაში მოყვნენ, კონგოში კერძო მიზნებით, სხვადასხვა დროს ჩასული პირები არიან.

"აქ საუბარია სხვადასხვა წლებში, მათ შორის 2006, 2007, 2010 და 2011 წლებში კერძო მიზნებით საქართველოდან წასულ მფრინავებზე და სხვადასხვა ტექნიკურ პერსონალზე, რომლებიც ამჟამად მუშაობენ კონგოს რესპუბლიკაში. ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით, განხორციელდა ვერტმფრენის ავარიული დაშვება, რა დროსაც არც ერთი ქართველი არ დაღუპულა და არც მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მიუღიათ", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

როგორც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" წყარომ შეგვატყობინა, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საბრძოლო დავალების შესრულებისას არმიის კუთვნილი ორი Ми-24 ჩამოაგდეს. არსებული ინფორმაციით ცნობილია, რომ ერთს ბელორუსი, მეორეს კი - ქართული ეკიპაჟი მართავდა. ბელორუსი მფრინავები კონგოს სავაადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ქართველი მფრინავები კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცაზე 2010 წლიდან დაფრინავენ. მაშინდელმა თავდაცვის სამინისტრომ, სამხედრო მფრინავები და ტექნიკოსები სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით გაათავისუფლა, მათაც ალტერნატიული სამსახური იპოვეს... ერთ-ერთი მათგანი - სამხედრო მფრინავი, მაიორი ვეფხვია მსხვილიძე ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ ისინი საქართველოს არ ჭირდებოდნენ, ამიტომაც კონგოს მიაშურეს...

წაიკითხეთ: არსებული ინფორმაციით, კონგოში ქართველი მფრინავები ჩამოაგდეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი