რუსეთში "სატელეფონო ტერორიზმის" ორგანიზატორი დააკავეს - იგი 28 წლის მამაკაცია, რომელიც გასულ წელს ISIS-ის რიგებში იბრძოდა

რუსეთში "სატელეფონო ტერორიზმის" ორგანიზატორი დააკავეს - იგი 28 წლის მამაკაცია, რომელიც გასულ წელს ISIS-ის რიგებში იბრძოდა

რუსული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივმა სპეცსამსახურებმა "სატელეფონო ტერორიზმის" ორგანიზატორი 28 წლის ალბერტ აბრამოვი დააკავეს. უწყების თქმით, ის სტავროპოლის მოქალაქეა, რომელიც გასულ წელს ISIS-ის რიგებში იბრძოდა. შემდეგ იქიდან ჩამოვიდა და ტერორისტულ ორგანიზაციას რუსეთიდან ეხმარებოდა. შესაძლოა, მას ISIS-ში მებრძოლთა

"მოხალისეების" "დავერბოვკების" ბრალდებაც წაუყენონ... ამასთან, აბრამოვი მიმდინარე წლის სექტემბრიდან რუსეთში, სხვადასხვა დაწესებულებაში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ ზარებს ახორციელებდა.

"სატალეფონო ტერორიზმი" 10 სექტმებერს დაიწყო და მას შემდეგ ბომბსია და ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ ზარი რუსეთის 80-ზე მეტი ქალაქის 1000-ზე დაწესებულებაში, სკოლებში, სადგურებში, სავაჭრო ცენტრებსა და სხვა საზოგადოებრივი ადგილებში შევიდა. მთლიანად, ცრუ ზარების გამო მაშველებს 1 მილიონამდე ადამიანის ევაკუაციამ მოუწიათ.

ზარების მხრივ მოსკოვი ლიდერებოდა, სადაც დღის განმავლობაში ერთდროულად რამდენიმე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე რეკავდნენ და აფეთქების საფრთხის შესახებ აფრთხილებდნენ.

მორიგი "შეტევა" იყო, როდესაც გუშინ რუსეთის ყველა დიდი ქალაქის სუპერმარკეტში ცრუ სატელეფონო ზარის გამო, 100 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ФСБ-ს შეფასებით, ამის გამო სახელმწიფო ბიუჯეტმა 300 მილიონ რუბლზე მეტი იზარალა.

უკვე ცნობილია, რომ აბრამოვი მარტო არ მოქმედებდა და მას რამდენიმე ათეული ინფორმატორი ჰყავდა, რომელთა დახმარებითაც ის ზარის განახორციელებას კონკრეტულ ადგილებსა და შესაბამის დროს აზუსტებდა.

როგორც ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ალექსანდრ ბორტკნიკოვი აცხადებს, ყველა ზარი საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული და საქმეს პროფესიონალების ხელი ეტყობოდა, რადგან თითქმის ერთი თვის განმავლობაში, ზარების სიხშირის მიუხედავად, ავტორის დადგენა აქამდე ვერ მოხერხდა...

"ჩვენ დადასტურებულად ვიცოდით, რომ ეს რუსეთის მოქალაქე იყო, მაგრამ ეჭვი გვქონდა, რომ მხოლოდ ერთი არ მოქმედებდა, ერთდროულად 4-ზე გვქონდა ეჭვი, რომლებიც ამ დროისთვის უცხოეთში იმყოფებოდნენნ და იქიდან მუშაობდნენ. ჯერჯერობით ჩვენი უცხოელი პარტნიორების საშუალებით მათ ძებნაზე თავს ვიკავებდით, რადგან ადგილობრივი რესურსი ამოწურული არ გვქონდა...

ჩვენ ეკონონიკურ ზარალს პირველივე დღიდან ვითვლიდით და გაირკვა, რომ "სატელეფონო ტერორიზმის" შედეგად რუსეთის ბიუჯეტმა დაახლოებით, 300 მილიონ დოლარზე მეტი იზარალა, არაფერს ვამბობ სტრესზე, რაც მოსახლეობას ამ დღეების განმავლობაში მიადგა. ჩვენ უკვე ვფლობთ გაკრვეულ ინფორმაციას აბრამოვის ქსელზე და ძალიან მალე მთლიან ჯგუფსაც დავაკავებთ"- აცხადებს ბორტნიკოვი.

თუმცა, უფრო ადრე, რუსული მედიის ინფორმაციით, "სატელეფონო ტერორიზმი" რუსეთში უკრაინიდან ხორციელდებოდა და დამანშავის დროულად პოვნა ამიტომაც ვერ მოხერხდა.

ლალი პაპასკირი

Ambebi.ge

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე