რუსეთმა აფხაზეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსი С-300 განათავსა, რომელიც სახმელეთო ჯარებთან და სხვა სისტემებთან ერთად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დაცვას უზრუნველყოფს. ამის შესახებ სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე ზელინმა განაცხადა.
მისი თქმით, С-300 მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტებს, მათ შორის რუსეთის სამხედრო ბაზას დაიცავს. რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთს, მის უსაფრთხოებაზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საერთო-საჯარისო საშუალებები იზრუნებენ.
"ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ამ საშუალებების ამოცანა არა მარტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დაცვა, არამედ სახელმწიფო საჰაერო საზღვრის დარღვევის ყველა მცდელობის აღკვეთა და ნებისმიერი მიზნით მფრინავი საფრენი აპარატის ჩამოგდება იქნება", - განაცხადა ზელინმა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.