ალექსანდრ ზელინი: აფხაზეთში ჰაერსაწინააღმდეგო თვდაცვის რუსული სისტემები საფრთხეს არავის უქმნის

ალექსანდრ ზელინი: აფხაზეთში ჰაერსაწინააღმდეგო თვდაცვის რუსული სისტემები საფრთხეს არავის უქმნის

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები მზადაა, აფხაზეთს სოხუმის აეროპორტიდან ფრენების აღდგენაში დაეხმაროს, - განაცხადა შაბათს რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ ზელინმა.

"ჩვენ აფხაზეთის მთავრობასთან ერთად სოხუმის აეროდრომიდან ფრენებს აღვადგენთ, რათა იქიდან რეგულარული რეისები შესრულდეს და აფხაზეთმა მთელ მსოფლიოსთან დაკავშირება შეძლოს", - განაცხადა ზელინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე აფხაზეთში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ნაწილის ქვედანაყოფი იმყოფება.

"ჩვენ გვაქვს ამოცანები და ვმუშაობთ მათზე. არავისთვის საფრთხეს არ ვქმნით", - განაცხადა ზელინმა აფხაზეთის ტერიტორიაზე ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსების განთავსებასთან დაკავშირებით. 

მომზადებულია interfax.ru-ის მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?