ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედროების სწავლება მიმდინარეობს. ამის შესახებ ცხინვალური მედია იუწყება.
ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის მეთაურის პრესმდივნის, ანდრეი ბობრუნის ინფორმაციით, ტაქტიკური სწავლება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გვარდიის მეოთხე სამხედრო ბაზის მოტომსროლელთა ქვედანაყოფში, პოლიგონ "ძარცემზე" მიმდინარეობს.
"პოლიგონზე ვარჯიშისას მუშავდება ბრძოლის ველზე დანაყოფის მიერ პოზიციის დაკავება, ჯავშანმანქანების შენიღბვა, წინსვლის დროს პირადი შემადგენლობის მოქმედება, ნაღმებისა და სხვა დაბრკოლებების აღმოჩენა, მათი გადალახვა, საბრძოლო დაცვა ბრძოლიდან გამოსვლა და მდებარეობის რელიეფის გამოყენებით უკანსვლა", - განაცხადა ბობრუნმა.
სწვალების აქტიურ ფაზაში გაიმართება საბრძოლო სროლების ეტაპი, რომლის ფარგლებშიც სამხედროებმა პირობითი თავდამსხმელი უნდა გაანადგურონ.