გურამ გუმბა: "ნატო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხთა განადგურების მოწოდებით გამოდის"

გურამ გუმბა: "ნატო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხთა განადგურების მოწოდებით გამოდის"

"ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხთა ფიზიკური განადგურების მოწოდებით გამოდის", - ეს განცხადება აფხაზეთის სახალხო კრების საპარლამენტო და საგარეო კავშირების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ გუმბამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის განხილვის დროს გააკეთა. როგორც "აპსნიპრესი" იტყობინება, გუმბამ მიღებულ დოკუმენტს "ჰოლივუდური ფილმის ცუდი სცენარი" უწოდა.

"სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანებული მსოფლიოს 28 უდიდესი სახელმწიფო აფხაზეთსა და სამხერთ ოსეთს "ოკუპირებულ ტერიტორიებს" უწოდებს და ამ ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარების გაყვანას მოითხოვს. ეს, ფაქტობრივად, რეგიონის ფიურერისთვის აგრესიული პოლიტიკის განსახორციელებლად კარდ-ბლანშია", - მიაჩნია მას. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონებიდან რუსეთის ჯარების გაყვანა საქართველოს მხრიდან ახალი აგრესიის განხორციელებას ხელს შეუწყობს, რადგან კავკასიაში მშვიდობას სწორედ რუსეთის ჯარები ინარჩუნებენ", - განაცხადა მან.

დოკუმენტის მიღებამ თავად აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც შეაშფოთა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზური მხარე მოვლენების ამგვარად განვითარებას, ნატო-ს მხრიდან მორიგ ღია პროქართული პოზიციის გამოვლინებად აფასებს".

"ნატო ის ორგანიზაციაა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ინტენსიურ მილიტარიზაციას ეწეოდა და მისი ხელისუფლების რევანშისტულ განწყობას აღვივებდა, რაც 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში მომხდარ სისხლისღვრაში გამოიხატა. მიღებული რეზოლუციით ნატო აგვისტოს ომის შედეგების გადახედვას და მათთვის ახალი ელფერის მინიჭებას ცდილობს. ნატო-ს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში პოზიტიური წვლილის შეტანა არ შეუძლია და ის რეგიონში მხოლოდ დაძაბულობის ფაქტორს წარმოადგენს", - ნათქვამია აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მომზადებულია regnum.ru-ს მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?