"სულ გადავგვარდით!!!" - ოთარ კობერიძე "კურტუმოს მოთამაშე" ქართველ ბიჭებზე

"სულ გადავგვარდით!!!" - ოთარ კობერიძე "კურტუმოს მოთამაშე" ქართველ ბიჭებზე

"ნამდვილ ვაჟკაცს არ მოუნდება ქალივით გამოიყურებოდეს... კარგი საქმის მკეთებელი ქართველი ვაჟკაცი არის ევროპელი და არა ის უკანალს რომ აქნევს და რაღაც გაუგებარი პერანგით და ჩულქებით დადის."

"ჩვენ გვინდა გადაგვარება და ევროპას ვაბრალებთ. ვერავინ დამაჯერებს, რომ ევროპა ყვიროდეს, საქართველოში კაცები ერთმანეთზე დააქორწინეთო"

"თბილისის მოდის კვირეული 2014" დასრულდა. ქვეყნის მთავარი მოდური და ბომონდური ღონისძიება 6-10 მაისს გაიმართა... პოდიუმზე არანაკლებ საინტერესო იყო მოდის კვირეულის სტუმრების ჩაცმულობაც... მოდის კვირეულზე მისულმა მამაკაცებმა განსაკუთრებული ყურადღებით არა მხოლოდ სამოსზე, არამედ ფეხსაცმელზეც იზრუნეს: მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ყურადღებას არა მხოლოდ ჩაცმულობით, არამედ ზოგადად, არასტანდარტული ვიზუალით იქცევდნენ...

ამ ფაქტს უკვე მოჰყვა განსხვავებული მოსაზრებები, განსაკუთრებით უკმაყოფილონი კი, ბუნებრივია, უფროსი თაობის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ...

ოთარ კობერიძე:

- საშინლად არ მომწონს ეს ყველაფერი! ძალიან ბევრი რამ მეტყველებს იმაზე, რომ სულ გადავგვარდით. დაგვავიწყდა ჩვენი რჯული და კანონები. სულ აღარ გვანაღვლებს, მართლმადიდებლები რომ ვართ. სუსტი ნებისყოფის ბიჭია გადაგვარებული და ქალად ქცეული, აბა, ნამდვილ ვაჟკაცს არ მოუნდება ქალივით გამოიყურებოდეს... ძალიან ხშირად გვაჩვენებენ განსხვავებული ორიენტაციის ხალხს.

ჩვენთვის ისინი მიუღებელნი არიან, რაც იმას არ ნიშნავს, რომ მათ რამეს ვერჩით. ჩემს ახალგაზრდობაშიც იყვნენ ეგენი, მაგრამ ახალგაზრდობას არ აფუჭებდნენ.. ახლა სულ თვალწინ გვიტრიალებენ მათ კეკლუცობას... ახალგაზრდობა კიდევ ფიქრობს, რომ ეს არის ნამდვილი ევროპული კულტურა. ყმაწვილ ბიჭებს ახლა ჰგონიათ, კაცი რაც მეტად გააქნევ კურტუმოს, დაიჯღანები, მარჯვენა მხარეს გაიპარსავ თავს და მარცხნივ თმებს ჩამოუშვებ, მით უკეთესია...

არა ბატონო, ევროპა ჩვენ დიდი ხნის წინ გავიცანით და ევროპული კულტურა სულ სხვა რამეა. ყადრიანი კარგი ქართველი ვაჟკაცი არის ნამდვილი ევროპელი. ევროპელობა ჩვენმა ჯიშმა და ჯილაგმა უკვე საუკუნეების წინ გაითავისა და ეს რაღაც ზერელე დამოკიდებულებაა, რასაც ახლა ვხედავთ. ვერავინ დამაჯერებს, რომ ევროპა ყვიროდეს, საქართველოში კაცები ერთმანეთზე დააქორწინეთო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ასევე დაგაინტერესებთ: "კონჩიტები და ერის მუწუკები არიან" - ქართველი კაბიანი ბიჭები მოდის კვირეულზე და დამამცირებელი კომენტარები (ვიდეო + 4 ფოტო)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია