გიგი უგულავა ცოლს გაშორდა?

გიგი უგულავა ცოლს გაშორდა?

გაშორდა თუ არა გიგი უგულავა ცოლს? - კულუარებში ამბობენ, რომ დედაქალაქის ყოფილმა მერმა, ბრალდებულმა უგულავამ მის მეუღლესთან, ლელა კილაძესთან ოფიციალური განქორწინება გააფორმა, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ გაყრა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.

გიგი უგულავას სახელმწიფო ბიუჯეტის მითვისებას ედავებიან და ჩვენი წყაროს ცნობით, ეს გახდა მიზეზი ცოლთან დაშორების - კერძოდ, უგულავა შიშობს, მისი ქონების კონფისკაცია არ მოხდეს და სრულად არ გააკოტრონ. გაყრის შემთხვევაში კი, მეუღლეების ქონება გაიყოფა და კილაძის ნაწილი მაინც გადაურჩება სახელმწიფოს ბალანსზე გადაცემას.

თუ კი პატიმარი უგულავასა და მისი მეუღლის ფორმალურ განქორწინებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა, ეს ნამდვილად ფორმალური გაყრაა.

ლელა კილაძე გიგის სასამართლო პროცესებს ყოველთვის ესწრება. მათ მეტ-ნაკლებად კონტაქტის საშუალებაც აქვთ.

ლელა კილაძე სასამართლოს დარბაზში ცდილობს, გიგის სიახლოვეს, წინა რიგში დაჯდეს. პროცესის დაწყებამდე კი, ისინი მიმიკებით საუბრობენ. ბოლო პროცესზე გიგი უგულავამ ლელას წონაში დაკლებაც ახარა. აჩვენა, რომ პიჯაკი გაუდიდდა, რასაც სასამართლოს დარბაზში მეგობრების ხარხარი მოჰყვა.

ეს რაც შეეხება უგულავას "ახალ დიეტას", - განქორწინებაზე ინფორმაციას კი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია არ ადასტურებს.

ჩვენ ლელა კილაძესთანაც ვცადეთ დაკავშირება, თუმცა სატელეფონო კავშირი არ შედგა, მის მობილურზე როგორც ჩანს, განსაკუთრებული რეჟიმია დაყენებული და უცხო ნომრებიდან დაკავშირება რთულია.

უგულავას ადვოკატმა კი გვითხრა, რომ განქორწინებაზე ინფორმაცია აბსურდულია.

ბექა ბასილაია:

- გიორგი უგულავას არ ედავებიან არცერთ ბრალში, რომ პირადი სარგებლისთვის მოიხმარა რაიმე. შესაბამისად, მისთვის რაიმეს ჩამორთმევის თეორიული შესაძლებლობაც არ არსებობს, გარდა იმისა, რაც გირაოში ჰქონდა ჩადებული სიდედრის ბინის სახით, რომლის საკუთრებაში წაღება უნდოდა სახელმწიფოს. არ არსებობს გიორგი უგულავას ქონების კონფისკაციის საფრთხე.

- არსებობს ინფორმაცია, რომ გიგი უგულავა, სწორედ კონფისკაციის საფრთხიდან გამომდინარე დაშორდა მეუღლეს ფორმალურად …

- არა რა სისულელეა, საიდან მოგაქვთ ეს ჭორები? ეს არის სრული სისულელე. არც ფორმალური, არც ფაქტობრივი, რაიმე მსგავსი არ არსებობს. გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდებები თეორიულ შესაძლებლობასაც არ იძლევა, რომ გიორგი უგულავას ჩამოერთვას რაიმე ქონება.

ადვოკატისგან ისიც გავიგეთ, რომ უგულავას საკანში არც მაცივარი აქვს და არც ტელევიზორი. ასევე, არ აქვს ლამფა, ღამე რომ იკითხოს. ეს ნივთების მისთვის ციხის ადმინისტრაციას ჯერ არ გადაუცია. დედაქალაქის ყოფილი მერი უკვე თითქმის ერთი თვეა, ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფება.

გენადი მუშკუდიანი

ambebi.ge

იხილეთ ასევე: პატიმარ ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილის ყოფითი ცხოვრების ექსკლუზიური დეტალები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია