რამ გამოიწვია საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური შეზღუდვა

რამ გამოიწვია საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური შეზღუდვა

ბოლო განახლება: საქართველოს ელექტრომომარაგება ამ დროისთვის იმპორტირებული ენერგიით ხორციელდება

საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური შეზღუდვა მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზის "იმერეთის" გათიშვას უკავშირდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო ელექტრო სისტემაში განუცხადეს, მის ჩასართავად სამუშაოები უკვე დაწყებულია ." პირველადი ინფორმაციით გამოირთო "იმერეთის" 500 კილოვოლტიანი მაღალი გადამცემი ხაზი, რომელმაც მასშტაბური შეზღუდვა გამოიწვია. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები, რომ აბონენტებს ელექტრომომაგარება დროულად აღუდგეს. მთლიანი საქართველო გამორთული არ არის, მაგრამ ფიქსირდება მასშატაბური შეზღუდვა, დამატებითი ინფრომაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი" , - განაცხადეს ელექტრო სისტემაში.

უწყების განმარტებით მაღალი ძაბვის ხაზის გათიშვის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია