საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა

საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა

საქართველოსთან უვიზო რეჟიმი, წინასწარი ინფორმაციით, 24 ქვეყანას გაუუქმდა, 94 ქვეყნისთვის კი, კვლავ უვიზო რეჟიმი იმოქმედებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, დღეს დამტკიცდა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უვიზო რეჟიმი იმოქმედებს.

აღნიშნული ქვეყნების რაოდენობა 94-ს შეადგენს. ამ 94 ქვეყანას შორის კი, ტაბატაძის ინფორმაციით, არიან ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აგრეთვე მეზობელი ქვეყნები, საიდანაც ტურისტების დიდი ნაკადი შემოდის.

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანამდე, უვიზო რეჟიმით 118 ქვეყანა სარგებლობდა.

იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი იმოქმედებს, ქვეყანაში დარჩენა 90 დღით შეეძლებათ, ნაცვლად ადრე განსაზღვრული 360 დღისა.

ქვეყნების სიას, რომელთანაც უვიზო რეჟიმი იმოქმედებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დღის განმავლობაში გამოაქვეყნებს.

"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონი 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.

ცვლილებების მიღებამდე ზემოაღნიშნული 118 სახელმწიფოს მოქალაქეებს საქართველოში 360 დღით უვიზოთ ყოფნა შეეძლოთ. იმ ქვეყნების სია კი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზები არ დასჭირდებათ კანონის ნაცვლად, მთავრობის დადგენილებით იქნება განსაზღვრული.

თუკი აქამდე არსებული კანონის თანახმად, ქართული ვიზების აღება შესაძლებელი იყო ქვეყანაში შემოსვლისას - საზღვარზე, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ახლა ვიზების აღება მხოლოდ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში იქნება შესაძლებელი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზა მხოლოდ "განსაკუთრებულ შემთხვევეში" გაიცემა, ხოლო ამ "განსაკუთრებულ შემთხვევებსაც" მთავრობა დაადგენს.

იხილეთ ასევე: საქართველოს ვიზა 50 დოლარი ეღირება - რა ცვლილებები ამოქმედდება 1-ლი სექტემბრიდან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია