საქართველოს ვიზა 50 დოლარი ეღირება - რა ცვლილებები ამოქმედდება 1-ლი სექტემბრიდან

საქართველოს ვიზა 50 დოლარი ეღირება - რა ცვლილებები ამოქმედდება 1-ლი სექტემბრიდან

2014 წლის პირველი სექტებრიდან საქართველოს ვიზა 50 აშშ დოლარი ეღირება. როგორც ambebi.ge-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ტაბატაძემ განუცხადა, "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებების განხორციელებამდე, სხვადასხვა ტიპის ვიზაზე განსხვავებული ფასები მოქმედებდა, თუმცა კანონში ცვლილებების ამოქმედების შემდეგ არც ქვეყნების და არც ვიზის ტიპის მიხედვით დაყოფა აღარ იქნება.

"აქამდე სხვადასხვა ფასი იყო, ახლა გათანაბრდა და ყველა ტიპის ვიზაზე იქნება 50 აშშ დოლარი", - განაცხადა ტაბატაძემ.

რაც შეეხება ამ დრომდე არსებულ სავიზო მოსაკრებლებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ვიზის ფასები შემდეგნაირი იყო: ერთჯერადი ან მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 90 დღემდე – 50 აშშ დოლარი; მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 360 დღით – 50 აშშ დოლარი; ერთჯერადი ან მრავალჯერადი ორდინალური ვიზა სატრანზიტო გავლის უფლებით – 50 აშშ დოლარი; საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში საქართველოს ორდინალური ვიზის გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟის მრავალჯერადი ორდინალური ვიზის 360 დღით გაცემისათვის – 100 ლარი; ერთჯერადი ორდინალური ვიზის 90 დღემდე ვადით გაცემისათვის – 50 ლარი; მრავალჯერადი ორდინალური ვიზის 90 დღემდე ვადით გაცემისათვის – 60 ლარი; სატრანზიტო გავლის უფლებით ერთჯერადი ორდინალური ვიზის გაცემისათვის – 10 ლარი; სატრანზიტო გავლის უფლებით ორჯერადი ორდინალური ვიზის გაცემისათვის – 20 ლარი.

1-ლი სექტემბრიდან იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აღარ გასცემს საქართველოს ვიზებს. ვიზები გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებში. ცვლილებების მიხედვით, ვიზის აღება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

1-ლი სექტემბრიდან ძალაში შედის ახალი კანონი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ", რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დავალებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა. კანონის თანახმად, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 360 დღის ნაცვლად, 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა. ასევე რიგ ქვეყნებს გაუუქმდა უვიზო რეჟიმი საქართველოსთან, თუმცა ევროკავშირის, ნატო-ს, შენგენის, დსთ-ს წევრ და სხვა ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან შენარჩუნებული იქნება უვიზო მიმოსვლა.

იხილეთ ასევე: საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია