მიხეილ სააკაშვილმა სოფო ნიჟარაძეს მანჰეტენზე 2 მლნ დოლარად სახლი უყიდა?

მიხეილ სააკაშვილმა სოფო ნიჟარაძეს მანჰეტენზე 2 მლნ დოლარად სახლი უყიდა?

მომღერალი სოფო ნიჟარაძე რამდენიმე თვის წინ საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. ჩვენმა წყარომ მაშინ გვითხრა, რომ ნიჟარაძე ამერიკაში მუსიკოს ნიკა მემანიშვილთან ერთად იმყოფებოდა და ისინი ექს-პრეზიდენტ სააკაშვილსაც შეხვდნენ. თუმცა მემანიშვილმა ექს-პრეზიდენტთან შეხვედრა უარყო. სოფო ნიჟარაძის საცხოვრებლად ამერიკაში გადასვლის შესახებ მემანიშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "იგი ბროდვეის მიუზიკლის აკადემიაში იღებს დამატებით კვალიფიკაციას და ამერიკული კარიერისთვის აქტიურად ემზადება, თუმცა გამანდო, რომ საბოლოოდ არ გადაუწყვეტია დარჩება თუ არა შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად".

ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადასტურდა. რამდენიმე კვირის წინ კი სოციალურ ქსელში სააკაშვილის და სოფო ნიჟარაძის ამერიკაში გადაღებული ფოტოები გამოქვეყნდა. ფოტოები ნიუ-იორკის მუსიკისა და დრამის თეატრში (New York City Center) ლინკოლნის ცენტრის ფესტივალზეა გადაღებული.

ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი და ნიჟარაძე ხშირად ხვდებიან ერთმანეთს ამერიკაში და ეს არც იქ მცხოვრები ემიგრანტებისთვის რჩება შეუმჩნეველი. სანდო წყაროს ცნობით, ისინი ხშირად სტუმრობენ მანჰეტენზე მდებარე კაფე-ბარებს, ასევე სააკაშვილი სოფოსთან ერთად ხშირად სეირნობს ველოსიპედით.

სოფო ნიჟარაძესთან დაახლოებულმა პირმა ambebi.ge-ს საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, ქვეყნის ექს-პრეზიდენტმა საყვარელ მომღერალს რამდენიმე კვირის წინ სიურპრიზი გაუკეთა და ამერიკაში სახლი უყიდა. ბინა, რომელიც სააკაშვილმა ნიჟარაძეს აჩუქა მანჰეტენზე 42-7 ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. ნიჟარაძის ახლობლის განცხადებით, სააკაშვილმა საცხოვრებელ ბინაში 2 მილიონი დოლარი გადაიხადა. აღნიშნულ ინფორმაციას პირად საუბრებში აშშ-ში მცხოვრები სხვა ქართველი ემიგრანტებიც ადასტურებენ.

მანჰეტენი პრესტიჟული საცხოვრებელი ადგილია ამერიკაში, სადაც ბინები 30 მილიონამდე ღირს.

თამარ ბოჭორიშვილი

ambebi.ge

იხილეთ ასევე: სოფო ნიჟარაძე საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა?

სოფო ნიჟარაძე ნიუ-იორკში Maleficent-ის პრემიერაზე

სოფო ნიჟარაძე ამერიკაში ნინი ქეისთან ერთად ერთობა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია