პირველი ღამისთვის ნათხოვარი საწოლი - "გურული ქორწინების ისტორიები" (+ვიდეო)

პირველი ღამისთვის ნათხოვარი საწოლი - "გურული ქორწინების ისტორიები" (+ვიდეო)

სოციალურ ქსელ Facebook-ზე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე აუდიტორიას გურულ იუმორს ხშირად უზიარებს. საგულისხმოა, რომ გვერდზე, სახელწოდებით გურული დღიურები ვიდეოჩანაწერებში მასთან სხვადასხვა სახალისო ისტორიებს ადგილობრივები თავად ყვებიან. გიორგი კეკელიძე ამ ისტორიების გამოცემას უახლოეს მომავალში წიგნის სახით გეგმავს. "ეს არის ერთგვარი მოგონებების კრებული იმ გურიაზე, ადამიანებზე, მათ წინაპრებებზე, სადაც მე ვიცხოვრე და რომელსაც ვიცნობ. ამგვარი, მცირე ისტორიები ქმნიან დიდ ისტორიას, ქვეყნის ამბავს და არა მხოლოდ დიდი პოლიტიკური მოვლენები," -ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე.

ბოლო პერიოდში პოპულარობით სარგებლობს ნორა თავაძის მიერ მოთხრობილი ისტორია, რომელიც პირველი ღამისთვის ნათხოვარ საწოლის შესახებ ყვება. ნატანებელი ნორა თავაძე მშობლებისგან მალულად გათხოვდა.

"ანგელოზი იყო, ვიფიქრე, ხის ძირში ვიცხოვრებ ამის გვერდზე მეთქი. გოგოებს ყველას მოსწონდა. მე დევითრიე, მე!", - ყვება ქალბატონი ნორა გიორგი კეკელიძესთან საუბარში.

ქორწინების მესამე დღეს გაიგო, რომ მის მეუღლეს საწოლიც კი ნათხოვარი ჰქონდა, თუმცა, ამ ფაქტს მისი ბედნიერებისთვის ხელი არ შეუშლია.

იხილეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ | მაკრატლით მოჭრილი სათესლე ჯირკვალი და გურული კაცის ანდერძი: "ტაძრის შესასვლელში დამმარხეთ, ქალებს შევუჭვრიტენებო" - გიორგი კეკელიძე "გურული დღიურებით"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია