სიახლე ტელემაყურებლისთვის, რომელსაც რეკლამები ტანჯავს

სიახლე ტელემაყურებლისთვის, რომელსაც რეკლამები ტანჯავს

ბოლო განახლება | როგორ აისახება სარეკლამო დროის შესახებ ევროდირექტივა კანონმდებლობაში

სატელევიზიო და რადიო რეკლამაზე რეგულაციები მკაცრდება. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და არსებული ნორმების შესაბამისად, მაუწყებელს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მათ შორის, "პრაიმ ტაიმში", სარეკლამო ჭრისთვის მხოლოდ 12 წუთი ექნება გამოყოფილი. ჩვენ დავინტერესდით ხალხის აზრით და რამდენიმე მოქალაქეს კომენტარი ვთხოვეთ

ნინო ლაფაჩი, დიასახლისი (55 წლის):

- მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. 10 წუთამდე თუ ჩამოიყვანენ, არც ეგ იქნება ცუდი. გარემოებიდან გამომდინარე, თითქმის სულ სახლში ვარ და დიდ დროს ვატარებ ტელევიზორთან. გულწრფელად გეტყვით, რომ ის, რაც სარეკლამო ჭრებისას ხდებოდა, ძალიან დამღლელი იყო. განსაკუთრებით 20:00 საათის შემდეგ. თუ რამე საინტერესო გადაცემა იყო, იმხელა რეკლამები გადიოდა, რას უყურებდი, აზრი გავიწყდებოდა. რამდენადაც ვიცი ეს კანონით აქამდეც იკრძალებოდა, მაგრამ მომკითხავი არავინ იყო. იმედია ახლა მაინც გააკონტორლებენ. ვიცი, რომ ტელევიზიების შემოსავლის ძირითადი წყარო რეკლამაა, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, გადაცემაზე დიდი დრო რეკლამას ეთმობოდეს?! საათში 12 წუთი ნამდვილად არ არის ის დრო, რომელიც გაუსაძლის იქნება.

თეონა მელქაძე, სტუდენტი (25 წლის):

- დღის განმავლობაში ტელევიზორის ყურება თითქმის არ მიწევს და ვერ გეტყვით, რა ხდება, თუმცა ღამე როდესაც ვუყურებ, ძალიან ბევრი რეკლამა გადის, რაც ცოტა არ იყოს, დამღლელია. საათში 12 წუთი, მაყურებლისთვის ძალიან კარგია, თუმცა ტელევიზიებისთვის ალბათ ეს სასიხარულო ამბავი ნამდვილად არ იქნება...

თამაზ ჯაჯანიძე, პენსიონერი (65 წლის):

- მე რა გადაცემებსაც ვუყურებ, თითქმის ყველგან ბევრი რეკლამაა. საინფორმაციო გამოშვებებში ისეა განაწილებული რეკლამები, რომ ძალიანაც არ ვიღლები, თუმცა მერე თუ რამე საინტერესო გადაცემაა ხოლმე, ყურებას შეგაძულებენ. 3-4 წლის წინ "იმედზე", სერიალ "შუა ქალაქს" ვუყურებდი, სპეციალურად დავინიშნე დრო და რეკლამა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე სერიალი. ძალიან კარგია, თუ კონტროლი გამკაცრდება. ტელევიზიებს ის ფული, რაც უკონტროლობის დროს იშოვეს, ხო შეერგოთ, ჰოდა ახლა ტყუილად ნუ დაიწყებენ წუწუნს და თავის შეცოდებას.

გელა გულბანი, სტუდენტი (22 წლის):

- ძირითადად სპორტულ გადაცემებს ვუყურებ და იქ რეკლამები ისედაც იშვიათია. ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე მხოლოდ შესვენებისას არის ხოლმე და საერთოდ არანაირ პრობლემას არ მიქმნის. ბევრი რეკლამები იმათ აწუხებთ, ვინც მთელი დღე სერიალებს მისჩერებიან. ისე, რადგან ევროპაში არის ასეთი შეზღუდვა, ანუ მართლა ეგრე უფრო უკეთესია, თორემ ისინი გიჟები არ არიან, უაზრო გადაწყვეტილებები მიიღონ.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია