შეურაცხყოფილი მართლმადიდებლის წერილი "ენჯეოშნიკებს"

შეურაცხყოფილი მართლმადიდებლის წერილი "ენჯეოშნიკებს"

გუშინ თბილისში, 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე წმინდა ბარბარეს ეკლესიის ძარცვის ფაქტი მოხდა. ვანდალური ქმედების შედეგად დანგრეულია ტაძრის ერთ-ერთ კედელი, უშუალოდ ტაძარში კი, ყველაფერი დამტვრეულია. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დაკავებულები არიან არასრულწლოვნები, 17 და 15 წლის ახალგაზრდები.

ეს ის ოფიციალური ინფორმაციაა, რომელიც საინფორმაციო სააგენტოებმა გააჟღერეს. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ველოდებოდი, როდის ატეხდნენ განგაშს ადამიანის უფლებათა დამცველები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენს დიად პოლიტიკოსებსაც ველოდი, რომ ერთ-ორ სიტყვას გადმოგვიგდებდნენ და დაგვამშვიდებდნენ მრევლს, მაგრამ ამაოდ.

გულწრფელად რომ ვთქვა, მათი ლაპარაკი ამ ფაქტით მიყენებულ განცდას ოდნავადაც ვერ შემიცვლიდა, მაგრამ ჟურნალისტები ცნობისმოყვარე ხალხი ვართ და მაინტერესებდა, რას იტყოდნენ. ალბათ, ბევრს გაუჩნდება კითხვა, რატომ ელოდიო. რატომ და საქართველოში არსებულ რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის ოფისსა თუ სალოცავს, ქუჩაში მოთამაშე ბავშვებმა შემთხვევით დარტყმული ბურთით ფანჯარა რომ ჩაუტეხონ, მაშინვე განგაშის ზარებს ჩამოკრავენ - რელიგიური უმცირესობის უფლებები ირღვევაო. ჰოდა, ამ ხალხმა წმინდა ბარბარეს ეკლესიაში მომხდარ ვანდალურ ფაქტზე პატარა განცხადებაც კი არ გაავრცელეს. თქვე დალოცვილებო, დიდად რომ არ გადარდებთ მართლმადიდებლობის ბედი, ფაქტია, მაგრამ სხვისი თვალის ასახვევად მაინც გააკეთეთ რამე განცხადება. ამ ყველაფრის მერე, თუ ვინმე გეტყვით, რომ სხვა რელიგიებს იმიტომ იცავთ, რომ მათგან ან საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დაფინანსებას ელითო, ნუ გეწყინებათ.

შეიძლება ზოგმა ისიც თქვას, რომ რელიგიური მოტივით არ იყო დარბეული და ყველანაირ კრიმინალზე კომენტარს ხომ არ გავაკეთებთო. ერთია რომ, კაცმა არ იცის, რა მოტივით იყო დარბეული (როგორ წესი, ძარცვისას ძვირადღირებული ნივთები მიაქვთ და არ არბევენ ხოლმე), და მეორეც, რომელიმე მეჩეთი თუ გაძარცვეს, ვინმე დაიწყებს მოტივების გარკვევას?! პირველ რიგში, საპატრიარქოსკენ გაიშვერენ ხელს, რატომ არ გმობთ ასეთ ფაქტებსო, მერე მოყვებიან და სულ ჩამორჩენილებს დაუძახებენ ყველას, ვინც კი რელიგიურ ტრადიციებს იცავს და ბოლოს ამ ფაქტს ქვეყნის ირანიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასებენ, მაგრამ მე ის მაინტერესებს, ახლა სად ხართ, პატივცემულებო?!

სულო ცოდვილო, იქნება და არც გაგიგიათ და მე გაბრალებთ თვალის დახუჭვას, მაგრამ დაბლა ჭიანჭველას ვერ გაუვლია და ცაში ჩიტს ვერ გაუნავარდია ისე, თქვენ რომ არ გაიგოთ და ეს გამოგეპარებოდათ?!

სამწუხაროდ, ვერც ის ხალხი ვნახე გუშინ, ვინც საპატრიარქოს ყოველდღიურ რეჟიმში უთვლის სახელმწიფოსგან მიღებულ დაფინანსებას. ჰო, ვერც ომბუდსმენი ვნახე, არადა ველოდი.

ძალიან მაინტერესებს, ჩემი, როგორც მართლმადიდებლის უფლებები რომ დაარღვიოს სხვა რელიგიური მრწამსის წარმომადგენელმა, არსებობს ვინმე, ვინც დამიცავს?! აუცილებლად რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი უნდა ვიყო, რომ ჩემი ჭირი სხვისი ღობის ჩხირი გახდეს?!

ცოტა ხნის წინ ქობულეთში მშენებარე მედრესე წაბილწეს. ამან ზეპური ერის შვილები ისე აღაშფოთა, რომ ბევრმა საკუთარ "ფეისბუქზე" დაასტატუსა კიდეც, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ უნდა. დაწერა, რომ ჩვენ აღარაფერი გვეშველება, რომ ქვეყანაში ძალიან ბნელა, რომ აქ ცხოვრება უკვე შეუძლებელია და კიდევ ბევრი "რომ", მაგრამ გუშინ ყველანი დუმდნენ.

ლადო გოგოლაძის სვეტი

AMBEBI.GE

იხილეთ ასევე: ტაძრების ძარცვისა და დარბევის გაუხმაურებელი ფაქტები საქართველოში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია