ზურაბ ტყემალაძის სახელობის 160-ლარიანი კუპიურა გამოჩნდა

ზურაბ ტყემალაძის სახელობის 160-ლარიანი კუპიურა გამოჩნდა

მორიგი ფოტოშარჟი - ინტერნეტში 160-ლარიანი კუპიურა ვრცელდება, რომელზეც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძეა გამოსახული.

შეგახსენებთ, რომ ტყემალაძის მიერ, ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ინტერვიუში ნათქვამ ფრაზას - "160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარს", დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"ამ ეტაპზე პენსიის 10 ლარზე მეტი ოდენობით ზრდა არ ხერხდება. ამას შეიძლება სოციალური დახმარება უფრო ეწოდოს. არ მგონია, პენსიონრები იმას ფიქრობდნენ, რომ 10 ლარი დაცინვა იყოს. 10 ლარი დაცინვა ნამდვილად არ არის, თუმცა მეტით გაზრდა რომ მოხერხებულიყო, უკეთესი იქნებოდა... ამუშავდა სოფლის მეურნეობის პროექტები. დახმარებები სოციალურად დაუცველებს გაეზარდათ. პედაგოგების ხელფასები იზრდება და პენსიონერ პედაგოგს პენსიის მიღების საშუალებაც აქვს. ყველაფერი ეს ერთად რომ დავიანგარიშოთ, მხოლოდ 10 ლარით კი არა, სერიოზული ზრდა გამოდის... პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდა... 160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარს ", - აღნიშნა ტყემალაძემ გამოცემასთან საუბრისას.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ჟურნალ "გზის" ონლაინ ვერსია Gzapress.ge-ზე

რაც შეეხება თავად ზურაბ ტყემალაძის ქონებას, ეკონომიკური გამოცემა BPN-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ტყემალაძე დაახლოებით 200 მილიონ დოლარად შეფასებულ ქონებას ფლობს.

დაგაინტერესებთ| 10 ქართველი მილიონერი პარლამენტარი

ამავე თემაზე| ბატონო ზურაბ, არ გაგიტყდათ ამის თქმა?! - პასუხი დეპუტატს, რომელიც 160 ლარს "ყოფნის"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ