"მთავრობას აჰყვე დღევანდელ დროში, კაცი მინიმუმ...ყ*ე უნდა იყო!" - ბესო ზანგური VS კოტე ყუბანეიშვილი

"მთავრობას აჰყვე დღევანდელ დროში, კაცი მინიმუმ...ყ*ე უნდა იყო!" - ბესო ზანგური VS კოტე ყუბანეიშვილი

მწერალმა კოტე ყუბანეიშვილმა კახა ბენდუქიძის ხსოვნას ლექსი მიუძღვნა.

ამ ლექსით პოეტი კოტე ყუბანეიშვილი კახა ბენდუქიძეს დაემშვიდობა, რასაც სულ რამდენიმე საათში საკმაოდ ბევრი მოწონება მოჰყვა.

Facebook/კოტე ყუბანეიშვილი:

"კახას

არაფერს ვიტყვი მე მგონი ახალს

და არც არვისთან ტრ*აკს არ გავაქნევ,

თუ ბენდუქიძეს, დიახაც კახას

მე გენიოსის სახელს დავარქმევ.

რადგან მოწმეა თავად უფალი

ჩავეკითხებით თუკი მავანსაც,

რომ ინსტიტუტი თავისუფალი

საქართველოში მან დააარსა.

და მოგვდგომოდა როცა ომი კარს

სულით სხვებივით არ წაქცეულა,

მართავდა ქართულ ეკონომიკას

არც საზღვარგარეთ არ გაქცეულა.

და თუმც თავს კარგად უკვე ვერ გრძნობდა,

უცოდინრობას ქვეყნად ებრძოდა".

კოტე ყუბანეიშვილს ლექსადვე პასუხობს რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური.

Facebook/ბესო ზანგური:

"პასუხი კოტე ყუბანეიშვილს:

ეკონომიკა რომ გიტაცებდა

ეხლა შევიტყვე ჩემო კოტიკო,

სიმძიმეს შენში რომელი იწვევს

მოსაწევი, თუ ომი რომ იყო?

მოდა იყავი ერთ დროს ქალაქის

არ გბეზრდებოდა წერა სექსის დროს,

მაგრად კი არა ძააან გატეხავს

კარის პოეტად რომ მომე-ნიშნო.

ჩაი, თრიაქი, ლექსი და ქალი...

სხვა გემოვნება "ბაბუუ რეეე იყოო"

მთავრობას აჰყვე დღევანდელ დროშიიიი???

კაცი მინიმუმ...ყ*ე უნდა იყო!"

"მულმა მითხრა, ომარი აღარ არისო. ერთი კი ვიკივლე, მაგრამ როცა ბავშვები შემოცვივდნენ ოთახში, იმ დღიდან ქვა და რკინა გავხდი" - მექა ხანგოშვილი პირად ცხოვრებასა და ქართულ-ქისტურ ურთიერთობებზე

სიმსივნის ასაკობრივი კატეგორიები და ეფექტიანი მკურნალობა თოდუას კლინიკაში

კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება ბოლო 24 საათში?