მოქალაქე, რომლის აივნიდანაც გადმოვარდნილი კარადა მამაკაცს დაეცა, სამართალდამცავებმა დაკითხეს

მოქალაქე, რომლის აივნიდანაც გადმოვარდნილი კარადა მამაკაცს დაეცა, სამართალდამცავებმა დაკითხეს

ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქე, რომლის აივნიდანაც გადმოვარდნილი კარადა მამაკაცს დაეცა, სამართალდამცავებმა დაკითხეს.

მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ სამართალდამცავებს კითხვები ინციდენტის ირგვლივ ქონდათ, თუმცა რაიმე სახის ბრალეულობაზე საუბარი არ ყოფილა. მან საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან კარადის გადავარდნის გამომწვევ შესაძლო ვერსიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიზეზი შესაძლოა წვიმების შედეგად კარადის ერთ-ერთი ფრთის დაზიანება გახდა, რასაც კარადის დაზიანებული ნაწილისა და მასთან ერთად თაროების გადავარდნა მოჰყვა. დადიანის 34 ნომერში მცხოვრები მოქალაქის თქმით, მას ბინა ნაქირავები აქვს.

თვითმხილველების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან კარადის გადმოვარდნის შედეგად გამვლელმა მამაკაცმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო. შემთხვევა გუშინ საღამოს, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის #34 ნომერში მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს შემთხვევის ადგილზე თვითმხილველებმა განუცხადეს, საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან კარადა გადმოვარდა, რომელშიც სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ჭურჭელი ინახებოდა. თვითმხილველების ცნობით, მამაკაცს თვალი დაუზიანდა. მათივე ინფორმაციით, დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ნახეთ| თბილისში მამაკაცს მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი კარადა დაეცა

"კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და პროგნოზი კეთილსაიმედოა" - მარინა ეზუგბაია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"კომენდანტის საათი" 23 მაისის 00:00 საათიდან მოიხსნება