რა დაუჯდა შსს-ს პატრულის ახალი ავტომობილი - "Ford interceptor"-ის კომფორტის საფასური ცნობილია

რა დაუჯდა შსს-ს პატრულის ახალი ავტომობილი - "Ford interceptor"-ის კომფორტის საფასური ცნობილია

საპატრულო პოლიციის ახალი, "Ford interceptor"-ის მარკის ავტომობილების ღირებულების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა. "კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლაშა ფარულავას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ერთ მანქანაში 50 000-ლარამდე გადაიხადა.

ლაშა ფარულავას თქმით, საპატრულო პოლიციის ახალი ავტომობილების ღირებულების თაობაზე, მათ მიერ შსს-დან გამოთხოვილი ოფიციალური წერილის თაობაზე მიღებულ პასუხში ნათქვამია, რომ "Ford interceptor"-ის მარკის ავტომობილში თანხამ თითო ავტომობილზე 49298 ლარი შეადგინა. ამ დროისათვის შსს-ს ავტოპარკი "Ford interceptor"-ის 160 ავტომობილს ფლობს, რომელთა რიცხვი სამომავლოდ კიდევ გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ პატრულის ახალი მანქანა Interceptor-ი სპეციალურად პოლიციისთვის შექმნილი ბოლიდია, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. "ფორდის" სპეცმობილს წინ გაძლიერებული ბამპერი აქვს, რაც არა მარტო ვიზუალური დეტალი, არამედ, პირველ რიგში, უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი დეტალია - ავტომობილის ჩარჩო 120 კმ/სთ-მდე სისწრაფით შეჯახებას უძლებს [იხილეთ ავტომობილის დეტალური აღწერა].

იხილეთ საპატრულო პოლიციის უახლესი მანქანის ტესტ-დრაივი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია