"გქონიათ ოდესმე სექსი?" - ეკა ხოფერიას უტაქტო შეკითხვა ბიჭს, რომელიც 197 კილოს იწონის

"გქონიათ ოდესმე სექსი?" - ეკა ხოფერიას უტაქტო შეკითხვა ბიჭს, რომელიც 197 კილოს იწონის

ტელეკომპანია იმედის ეთერში, ეკა ხოფერიას თოქ-შოუს მორიგი სტუმარი 19 წლის გიორგი ბასილაშვილი იყო. გადაცემაში მისი მოწვევის მიზეზი, გიორგის ჭარბი წონა გახდა. როგორც წამყვანმა აღნიშნა, 19 წლის გიორგი 197 კილოგრამს იწონის. გადაცემის მიმდინარეობის დროს, ხოფერიას მიერ, სტუმრის მისამართით დასმულმა შეკითხვამ: ჰქონია თუ არა ოდესმე სექსი, საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა. ხოფერიას ფორუმზე თემაც კი გაუსხნეს და წამყვანი უტაქტობაში დაადანაშაულეს.

სოციალურ ქსელებში გაჟღერებულ გამოხმაურებებს ხოფერია შემდეგი კომენტარით გამოეხმაურა:

"გიორგი ბასილაშვილი, დღევანდელი გადაცემის გმირი, ისევე , როგორც დანარჩენი ორი, გაიკეთებს ოპერაციას.70 პროცენტი ჯანდაცვა, დანარჩენსაც ვეძებთ. ამასთანავე გიორგი დაიწყებს ჩვენთან იმედში ჯერ სტაჟიორად და შემდეგ ვნახოთ. ბოლომდე მივყვებით. გადაეცით კრიტიკოსებს)"- წერს ხოფერია.

იხილეთ განახლება| ეკა ხოფერია უხერხული შეკითხვის გამო განმარტებას აკეთებს: - "მისი მთელი ცხოვრება მორალური ტრამვაა"

იხილეთ ვიდეო გადაცემიდან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია