ეკა ხოფერია უხერხული შეკითხვის გამო განმარტებას აკეთებს: - "მისი მთელი ცხოვრება მორალური ტრავმაა"

ეკა ხოფერია უხერხული შეკითხვის გამო განმარტებას აკეთებს: - "მისი მთელი ცხოვრება მორალური ტრავმაა"

ტელეკომპანია იმედის ეთერში, ეკა ხოფერიას თოქ-შოუს მორიგი სტუმარი 19 წლის გიორგი ბასილაშვილი იყო. გადაცემაში მისი მოწვევის მიზეზი, გიორგის ჭარბი წონაა. როგორც წამყვანმა აღნიშნა, 19 წლის გიორგი 197 კილოგრამს იწონის. ხოფერიას შეკითხვამ, რომელიც მან სტუმარს დაუსვა, საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა. ამ ფაქტს ხოფერია "ფეისბუქით" გამოეხმაურა:

"დავწერ ცალკე სტატუსად. გიორგი იყო რეალითი პროექტის "პუტკუნ -შოუს" კასტინგის ერთ-ერთი მონაწილე. ძალიან სურდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. ამდენად, ბევრი თემასა და საკითხზე მასთან საუბარი იყო. მორალურ ტრამვაზე ვინც მესაუბრებით გეტყვით, მისი მთელი ცხოვრებაა მორალური ტრამვა და ის 3 შეხვედრა, რაც მას ჩვენთან ჰქონდა, პირველი მცდელობაა ვინმემ გამოიყვანოს ჩაკეტილი წრიდან და რეალურად დაეხმაროს მას. მეც ვესაუბრე მას გადაცემამდე, ისევე, როგორც ყველა ჩემს სტუმარს ვესაუბრები წინასწარ. ასე რომ, ტვინიკოსებო, რეიტინგისთვის გააკეთაო, აქ ჩემს შემთხვევაში მისამართი შეგეშალათ და მეორე, ერთხელ მაინც გაცდით ამ თქვენს ვირტუალურ აუდიტორიას და რამე მართლა საქმე გააკეთეთ.

P.ს.

ტვინიკოსებს არც ერთხელ რომ არ გაუშუქებიათ ის გადაცემები თუ პოსტები სოციალურ და ჯანდაცვის თემებზე რომ გამიკეთებია? იქნებ ისინი თავად ზრუნავთ თავიანთ რეიტინგსა და სკანდალურობაზე? მაგრამ ამის მისაღწევად ჩემი გადაცემები ვერ გამოგადგებათ, ძვირფასებო!!!!" - წერს ჟურნალისტი.

იხილეთ| "გქონიათ ოდესმე სექსი?" - ეკა ხოფერიას უტაქტო შეკითხვა ბიჭს, რომელიც 197 კილოს იწონის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია